mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

თელავში 80 წლამდე ქალბატონს ორი დღეა ეძებენ

თელავში 80 წლამდე ქალბატონს ორი დღეა ეძებენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრებ 80 წლამდე ქალბატონს მეორე დღეა ეძებენ. 

ადგილობრივების განცხადებით, თამარ ბენაშვილი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი ინფორმაციით, ქალბატონს მეხსიერების პრობლემა ჰქონდა. როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალბატონის დაკარგვის შესახებ ოჯახის წევრებმა პოლიციას გუშინ მიმართეს.
,,გუშინ გვიან ღამით პოლიციამ ქალბატონის დაკარგვის შესახებ განცხადების მიღებისთანავე დაიწყო თავის ძალებით სამძებრო სამუშაოები. წუხელ ქალბატონის პოვნა ვერ მოხერხდა. დღეს განახლდება სამძებრო სამუშაოები”, – განუცხადეს Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.