ადგილობრივების განცხადებით, ბენაშვილი სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათივე ინფორმაციით, ქალბატონს მეხსიერების პრობლემა ჰქონდა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალბატონის დაკარგვის შესახებ ოჯახის წევრებმა პოლიციას მოხუცის გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში მიმართეს. სამართალდამცავებმა მისი ძებნა გაუჩინარების დღიდან დაიწყეს, თუმცა მისი პოვნა ამ დომდე ვერ ხერხდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცი ბოლოს სოფელ წინანდალში შენიშნეს.