თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, შალვა ჭკადუას თქმით, 5 წლის განმავლობაში ფინანსური დავალინების დაფარვისთანავე სტუდენტებს სტატუსი მაშინვე აღუდგებათ.
„2010 წლიდან დღემდე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეში 700 სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი. მიზეზი კი, ძირითადად, ფინანსური დავალიანებაა.
გარდა ამისა, 2009 წელს, ჩვენ შემოგვიერთდნენ წნორის კოლეჯის სტუდენტები, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ გამოჩენილა. ამის გამო, მათ, სტუდენტის სტატუსი შევუჩერეთ.
მომავალი 5 წლის განმავლობაში თუ დაფარავენ ფინანსურ დავალიანებას, დაუბრუნდებათ სტუდენტის სტატუსი.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით,ფინანსური დავალიანების გამო, დაახლოებით 40 000 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული.