- მიმდინარე პროექტები
- სიახლე
- 17.09.2021
- 1441
- Maia Mamulashvili
17 სექტემბერს „მედია ცენტრმა კახეთმა“MCK უმასპინძლა ინტერმუნიციპალურ ვორქშოპს სახელწოდებით „მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის გამოცდილების გაზიარება და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესაძლებლობები კახეთის რეგიონში “
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. განხილული იყო ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესაძლებლობები კახეთის რეგიონში.
როგორც ცნობილია, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირება დაიწყო ცხოველთა რეგიონულმა თავშესაფარმა. შეხვედრაზე მოხდა არსებული სიტუაციისა და სისტემური მართვის მოდელის განხილვა, რომლის თაობაზე მოხსენებით წარსდგა – თემურ ზავრაშვილი მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა ცხოველთა თავშესაფარის არსებული სტრუქტურა და დაფინანსების შესაძლებლობები.
დამსწრე საზოგადოებას პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა გორის მუნიციპალიტეტის მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის ინტერმუნიციპალური სააგენტოს იურისტმა პავლე ცაბაძემ.
მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებზე და, ამ მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების როლსა და ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება რეგიონის განვითარების ცენტრის დირექტორმა ლიზი სოფრომაძემ.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს ყვარლის, ახმეტისა და საგარეჯოს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლება და მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გეგმა დასახეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კოვიდ პანდემიის ფონზე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზეც.
აქტივობა განხორციელდა მედია ცენტრი კახეთის ( MCK ) მიერ. პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)‘’ ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) მედია ცენტრ კახეთთან (MCK) ერთად.