mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

იორმუღალოში თხილისა და ფისტას გადამამუშავებელი ქარხნების აშენება იგეგმება

იორმუღალოში თხილისა და ფისტას გადამამუშავებელი ქარხნების აშენება იგეგმება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში ირანელმა ბიზნესმენებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა კულტურების მოშენება დაიწყეს. 

კომპანიებს უკვე გაშენებული აქვთ ვენახი, თხილის ბაღები და სხვადასხვა სახის ხილი. განსაკუთრებული ყურადღება კი, ფსტას ეთმობა, რადგან საქართველოსთვის ის ახალი კულტურაა. ახლო მომავალში კომპანიები „TR Georgia Project 2“ და „Aric Group”-ის წარმომადგენლები თხილის და ფსტის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას გეგმავენ. წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება და ექსპორტზეც გავა.
,,2020 წლისთვის სრულად დასრულდება მიწების კულტივირება, რის შემდეგ დაიწყება ტურიზმის მიმართულებით განვითარება. დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი ვილების აშენება, ყველა საჭირო ატრიბუტიკით და გასართობი საშუალებებით. ეს იქნება ძალიან ლამაზი მწვანე სოფელი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, – აღნიშნა კომპანია “ARIC GROUP”-ის დირექტორმა, აფზალ რავარიმ.