mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

კაბალის მოსახლეობის ნაწილი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს

კაბალის მოსახლეობის ნაწილი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მოსახლეობა საძოვრების, სასოფლო-სამეურნეო მიწების, შიდა საუბნო გზების, სასმელი წყლისა და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას წლებია უშედეგოდ ითხოვს.
ეთნიკური აზერბაიჯანელების ინფორმაციით, ისინი მოყვანილი მოსავლის რეალიზებას პრუდუქტზე დაბალი ფასის გამო ვერ ახდენენ.
,,ჩვენი სოფლის ახალგაზრდების ნაწილი საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული ოჯახების გამოსაკვებად. ყველა სოფელშია პრობლემა, მაგრამ ჩვენ მიტოვებულად ვგრძნობთ თავს. კარგია, რომ მთავრობა პრობლემებზე რეაგირებას ახდენდეს. მოგვხედონ და საქმე გაგვიკეთონ, მიწის ნაკვეტები ჩვენ არ გვაქვს და საძვრები, აბა რიღას სოფელია,“ – განაცხადა ვაკიფა სულეიმანოვმა.
სოფელ კაბალის მოსახლეობა თემში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებზე ჩივის. მათი განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების უყურადღებობამ მასობრივი სახე მიიღო.
,,ექვსი შვილიშვილი მყვას, შენახვა და რჩენა ხომ უნდა? არაფრის შემოსავალი არ გვაქვს. სახლის ეზოც კი პატარაა. მარტო პენსია მაქვს და ამით ვიცხოვრებ?“ – ამბობს ნუნუ სულეიმანოვი.
სოფელ კაბალის მაცხოვრებელი გურჯაჰან სულეიმანოვის განცხადებით, დეპუტატობის კანდიდატები დაპირებებს აღარ ასრულებენ.
,,წინასაარჩევნოთ მოდიან დეპუტატობის კანდიდატები და გვპირდებიან, რომ სოფელში არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ გაკეთებულა. აღარც საქონელი გვყვავს საძოვრების არარსებობის გამო. ზოგს ბევრი ჰექტარი მიწა აქვს, ზოგს კი, არაფერი“, – აცხადებს სულეიმანოვი.
ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ნაწილს ახალი დეპუტატის იმედი აქვს. მათი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დეპუტატმა ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნოს, რომ მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხდეს.
,,სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, გზისა და საძოვრების საკითხები ყველაზე მეტად გვაწუხებს. სასოფლიჶსამეურნეო მიწებიც არ გვაქვს. ადგილები ყველა გაყიდულია. სოფელში არიან ოჯახები, რომლებსაც ეზოც კი არ აქვთ. წინასაარჩევნოთ მოდიან დეპუტატობის კანდიდატები და გვპირდებიან პრობლემების მოგვარებას, თუმცა მათი იმედი აღარ გვაქვს“, – ამბობს ამიდულ სულეიმანოვი.
სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.