არასამთავრობო სექტორის მდგრადი განვითარება კვლავინდებურად დიდ გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე საქართველოში. პრობლემატურია როგორც ფინანსური და ორგანიზაციული განვითარების საკითხები, ისე ზოგადად მოსახლეობის საკმაოდ დაბალი ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ[1]. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით რეგიონებშია, სადაც ვითარება ადამიანური რესურსების ნაკლებობითაც მწვავდება.
წინამდებარე კვლევის მიზანს სწორედ რომ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, კახეთის, არასამთავრობო სექტორის შესწავლა წარმოადგენდა, რათა გამოგვეკვეთა ის კონკრეტული გამოწვევები და საჭიროებები, რომლებიც არდილობრივ არასამთავრობო თუ სათემო ორგანიზაციებს აქვთ.
კახეთის ადგილობრივი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების გამოწვევები
კვლევის ანგარიში
მედია ცენტრი კახეთი
2021 წელი
Sustainable development of the non-governmental sector continues to be a major challenge in modern Georgia. Both financial and organizational development issues are problematic, as well as the rather low trust of the population in general towards the non-governmental sector[1]. The situation is particularly difficult in this regard in the regions where the situation is exacerbated by a lack of human resources.
The purpose of this study was to study the non-governmental sector in one of the regions of Georgia, Kakheti, in order to identify the specific challenges and needs of local non-governmental and community organizations. The study was conducted in May 2021, using the online survey methodology, taking into account the limitations caused by the existing Covid-19 pandemic. Of the 133 organizations that were invited to participate in the study, 57 (43%) completed the questionnaire. The analysis of the obtained results revealed the following findings and challenges:
Based on the analysis of the survey resutls, the following recommendations have been developed:
არასამთავრობო სექტორის მდგრადი განვითარება კვლავინდებურად დიდ გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე საქართველოში. პრობლემატურია როგორც ფინანსური და ორგანიზაციული განვითარების საკითხები, ისე ზოგადად მოსახლეობის საკმაოდ დაბალი ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ[2]. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით რეგიონებშია, სადაც ვითარება ადამიანური რესურსების ნაკლებობითაც მწვავდება.
წინამდებარე კვლევის მიზანს სწორედ რომ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, კახეთის, არასამთავრობო სექტორის შესწავლა წარმოადგენდა, რათა გამოგვეკვეთა ის კონკრეტული გამოწვევები და საჭიროებები, რომლებიც არდილობრივ არასამთავრობო თუ სათემო ორგანიზაციებს აქვთ. კვლევა ჩატარდა 2021 წლის მაისში, ონლაინ გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით არსებული კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით. 133 ორგანიზაციიდან, ვისაც გაეგზავნა მოწვევა კვლევაში მონაწილეობაზე, 57-მა (43%) შეავსო კითხვარი. მიღებული შედეგების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები და გამოწევები:
შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები:
საქართველოში რამდენიმე ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებულია. მიუხედავად ამის, როგორც კვლევები უჩვენებს, მათგან აქტიურად გაცილებით მცირე ნაწილი, დაახლოებით 1,2 ათასი მუშაობს[3]. ეს, შესაძლოა, ერთი მხრივ უკავშირდება სექტორის განვითარების პრობლემებს, ხოლო მეორე მხრივ, თავად არასამთავრობო სექტორის მუშაობის სპეციფიკას, რომელიც, შესაძლოა, კარგად არ იყოს გათვითცნობიერებული იმ ადამიანების მიერ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფუძნებენ. მიუხედავად იმის, რომ საქართველოში ჩატარებული არასამთავრობო სექტორის კვლევები იშვიათად თუ ახერხებენ რეგიონულ ჭრილში მონაცემების დისაგრეგაციას, სახეზეა თბილისსა და სხვა რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებული გარკვეული დისბალანსი განვითარების თვალსაზრისით[4]. ამავდროულად, ფაქტობრივად არ არსებობს კვლევები, რომლებიც კონკრეტულად რეგიონებში არსებული არასამთავრობო სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იქნება ორიენტირებული.
შესაბამისად, წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, კახეთის, ადგილობრივი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების მდგომარეობის შესწავლას, მათ წინაშე მდგარი საჭიროებების იდენტიფიცირებას, და მათ გადასაჭრელად შესაძლო გზების დასახვას. კვლევა ჩატარდა “მედია ცენტრი კახეთის” მიერ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ.
არსებული კოვიდ-19 პანდემიის შეზღუდვების გამო, კვლევა ჩატარდა ონლაინ ფორმატში. იმის გათვალისწინებით, რომ 2020-2021 წლების მანძილზე საქართველოს არასამთავრობო სექტორს მუშაობა დიდწილად სწორედ რომ ონლაინ ფორმატში უწევდა, ონლაინ გამოკითხვის მეთოდის გამოყენება ამ კონკრეტული კვლევის ფარგლებში უაღრესად რელევანტური იყო. შემუშავდა ონლაინ კითხვარი, რომლის შევსებასაც დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდებოდა. ონლაინ კითხვარის ლინკი დაეგზავნათ კახეთის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია “მედია ცენტრი კახეთმა” 2017-2020 წლებში ჩატარებული მუშაობის პროცესში შეაგროვა.
კვლევა მიმდინარეობდა 2021 წლის 18-დან 31 მაისის ჩათვლით. 2021 წლის 18 მაისს მოწვევა კვლევაში მონაწილეობაზე გაეგზავნა 133 ორგანიზაციას, აქედან არასამთავრობო – 86 და სათემო – 47 ორგანიზაციას[5]. 18-31 მაისის შუალედში 3-ჯერ მოხდა ორგანიზაციებთან სატელეფონო დაკავშირება და შეხსენება, რომ მონაწილეობა მიეღოთ კვლევაში. საბოლოო ჯამში, 133-დან, 2021 წლის 31 მაისის მონაცემებით, ონლაინ კითხვარი 57 ორგანიზაციამ შეავსო. შესაბამისად, გამოპასუხება 43%-ს შეადგენს რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია მსგავსი ტიპის კვლევებისთვის.
ქვემოთ შეჯამებული სახით წარმოდგენილია კვლევის მთავარი შედეგები და მიგნებები. იმის გათვალისწინებით, რომ რესპონდნეტი ორგანზიაციების რაოდენობა მხოლოდ 7-ია, მონაცემები დიდწილად წარმოდგენილია რაოდენობების (სიხშირეების), და ნაკლებად – პროცენტული მაჩვენებლების სახით.
როგორც ჩანს, კახეთის რეგიონში არასამთავრობო საქმიანობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. გამოკითხული ორგანიზაციებიდან, ყველაზე “ასაკოვანი” ჯერ კიდევ 1998 წელს დაფუძნდა. კვლევაში ისეთმა ორგანიზაციებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც სულ ახლახანს, 2020 წელს დაარსდა. საშუალოდ, ორგანიზაციებს 9 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვთ, რაც, გარკვეულწილად, მათ შედარებით მდგრად განვითარებაზე მიუთითებს.
მუშაობის არეალის თვალსაზრისით ორგანიზაციები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობენ, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული კონცენტრაცია შეინიშნება თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტბში. ამ თვალსაზირისით, ყველაზე “მოწყვლადი” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ჩანს. ასევე აღსანიშნავია, რომ კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ არა მარტო რეგიონის, არამედ საქართველოს მასშტაბით მუშაობის გამოცდილებაც (გრაფიკი 1).
გრაფიკი 1. კახეთის რომელ მუნიციპალიტეტში(ებში) მუშაობს თქვენი ორგანზიაცია (სიხშირეები, ყველა შესაბამისი პასუხი)
რაც შეეხება ორგანიზაციების მუშაობის დონეს, მათი დიდი ნაწილი – 23 ორგანიზაცია – მუნიციპალურ დონეზე (40%) მუშაობს. თითქმის თანაბარი რაოდენობა – 12 და 13 (21% და 23%) შესაბამისად მუშაობს სათემო და რეგიონულ დონეებზე, 4 ორგანიზაცია (7%) – ეროვნულ, ხოლო 2 ორგანიზაცია (3,5%) – საერთაშორისო დონეზე. თითო-თითო ორგანიზაცია მუშაობს ინტერ-მუნიციპალურ და ინტერ-რეგიონულ დონეებზე.
კვლევაში რესპონდენტ ორგანიზაციათა უმრავლესობა – 52 (91%) – საკუთარ თავს არასამთავრობო ორგანიზაციად აღიქვამს; 10 ორგანიზაცია (17,5%) საკუთარ თავს სათემო ორგანიზაციათა კატეგორიას მიაკუთვნებს, ხოლო 4 (7%) – სოციალური საწარმოა. კიდევ 5 ორგანიზაციამ “სხვა” კატეგორია მონიშნა, როგორიცაა ცენტრალური ორგანიზაციის ფილიალი, დღის ცენტრი, საინიციატივო ჯგუფი, და ა.შ.
გენდერული თვალსაზრისით, რესპონდნეტი ორგანიზაციების ხელმძღვანელები მეტწილად ქალები არიან – 82%, რაც მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ჩანს, არასამთავრობო სექტორი ნაკლებად იზიდავს მამაკაცებს. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება ბიზნეს საქმიანობისგან – საქსტატის მონაცემებით, ბიზნესების მფლობელებს შორის ქალები მხოლოდ 20% შეადგენენ[6].
იმაზე, რომ გამოკითხულ ორგანიზაციებს მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და, სავარაუდოდ, მათი განვითარებიაც ასევე საკმაოდ მდგრადია, ისიც მიუთითებს, რომ თითქმის 40-ს აქვს ან მოკლევადიანი ან გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია. ამავდროულად, 15 ორგანიზაციას არ აქვს არც მოკლევადიანი და არც გრძლევადიანი განვითარების სტრატეგია. კიდევ 2 ორგანიზაციის შემთხვევაში ორგანიზაციას ან მხოლოდ მიმდინარე ერთწლიანი, ან 2-წლიანი სტრატეგია აქვს; ხოლო ერთი ორგანიზაცია ამჟამად მუშაობს სტრატეგიის შემუშავებაზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შესაძლებელია, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას მომხდარიყო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და წესდების გაიგივება, რამაც, სავარაუდოდ, მიღებული პასუხების სანდოობაზე იქონია გავლენა. თუმცა, იმის გათვლისწინებით, რომ წესდების არსებობა აუცილებელია და ყველა არასამთავრობო ორგანზაციას უნდა ჰქონდეს, გაიგივების შემთხვევაში ამ კითხვაზე 100% დადებითი პასუხი უნდა მიგვეღო. ამის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ამ კითხვაზე არავალიდური პასუხების მიღების ალბათობა შეფასებულია როგორც მცირე.
უფრო რთული ვითარებაა ყოველწლიური ანაგარიშიების შემუშავების შემთხვევაში – 24 ორგანიზაციის შემთხვევაში არ ხდება ანგარიშების შემუშავება, თუმცა 33 ორგანიზაცია, რაც გამოკითხული ორგანიზაციების 58%-ს შეადგენს, ახერხებს ყოველწლიური ანგარიშების შემუშავებას. ასევე გარკვეულწილად პრობლემურია ორგანიზაციების ონლაინ-ხილვადობა. კითხვაზე, აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებ-გვერდი, საკმაოდ არაერთგავნოვანი პასუხები მივიღეთ. მიუხედავად იმის, რომ მხოლოდ 25-მა ორგანიზაციამ (44%) აღნიშნა, რომ მას აქვს ვებ-გვერდი, აქედან რამდენიმემ FB-გვერდის მისამართი მიუთითა, რაც, სავარაუდოდ, მიუთითებს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ტექნიკური კვალიფიკაციის ნაკლებობაზე. თუმცა შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად საჭირო ან არ არის საჭირო ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისთვის გამართული ვებ-გვერდების არსებობა, ნათელია, რომ საქმიანი იმიჯისთვის ვებ-გვერდი, შესაძლოა, დამატებით ღირებულებას წარმოადგენდეს.
FB-გვერდების შემთხვევაში მდგომარეობა გაცილებით უკეთესია – 57-დან 51 ორგანიზაციას აქვს საკუთარი FB-გვერდი. იმის გათვალისიწნებით, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი FB-ის აქტიური მომხმარებელია, ამ პლატფორმაზე აქტიური ხილვადობის ქონა დადებითი შედეგებიც მომტანი უნდა იყოს ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისთვის.
გამოკითხული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ასევე პრობლემურად გვესახება. მხოლოდ 10 ორგანიზაციას (17,5%) აქვს საკუთრებაში ოფისი, კიდევ 18 ორგანიზაცია (32%) იჯარას იხდის ოფისის ფართში, ხოლო 19 ორგანიზაცია (33%) აცხადებს, რომ არც საკუთრებაში აქვს ოფისი და ვერც ქირაობს. კიდევ სამი ორგანზიაციის შემთხვევაში ოფისი უზუფრუქტით აქვთ გადაცემული ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან, ხოლო დანარჩენები ან დამფუძნებლის ბინაში არიან განთავსებულნი, ან სხვადასხა მიზეზით არ უწევთ ოფისში ქირის გადახდა.
კითხვაზე, თუ “ამჟამად რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს ორგანზიაციაში (ჯამში, სრულ და არასრულ განაკვეთზე და მოხალისეობრივად)”, შემდეგი განაწილება მივირეთ (გრაფიკი 2):
გრაფიკი 2. ორგანიზაციებში თანამშრომელთა რაოდენობა (სიხშირეები)
როგორც ვხედავთ, არის ორგანიზაციები, რომლებსაც კვლევის ჩატარების დროს არც ერთი დაქირავებული თუ მოხალისე თანამშრომელი არ ყავდა. ამავდროულად, საერთო ჯამში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეტწილად საქმე გაქვს საშუალო ზომის ორგანიზაციებთან, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 3-დან 10-მდეა, თუმცა ორგანიზაციების დაახლოებით მეხუთედში თანამშრომელთა რაოდენობა 10-ზე მეტია.
როგორც რესპონდენტების პასუხებიდან ირკვევა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კახეთის რეგიონის არასამთავრობო სექტორის დაფინანსების ძირითად წყაროს საგრანტო დაფინანსება წარმოადგენს – ასეა 39 (69%) ორგანიზაციის შემთხვევაში. 4 ორგანზიაციის შემთხვევაში დაფინანსების ძირითად წყაროს კერძო შემოწირულობა წარმოადგენს, 5 ორგანიზაციას აქვს საკუთარი შემოსავლები საკონსულტაციო/ბიზნეს საქმიანობიდან, და კიდევ 5 ორგანიზაციას ამ სამი წლის მანძილზე არ ჰქონია არანაირი შემოსავალი და მოხალისეობრივად მუშაობენ.
დონორი ორგანიზაციების სიაც საკმაოდ მარავალფეროვანია – გამოკითხული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები დაფინანსებას როგორც ადგილობრივი, ანუ საქართველოში დაფუძნებული და მოქმედი, ისე საერთაშორისო ორგანზიაციებიდან იღებენ. ყველაზე ხშირად დასახელდა ევროკავშირი, USAID, UNDP, UNWomen, აშშ-ს საელჩო როგორც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ადგილობრივი ფონდებიდან კი რესპონდენტი ორგანიზაციებმა ყველაზე ხშირად შემდეგი ორგანიზაციები დაასახელეს: CTC, CSRDG, ღია საზოგადოება – საქართველო, ევროპის ფონდი და CENN. ამავდროულად, არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ბოლო 3 წლის მანძილზე არ მიუღიათ დაფინანსება არც საერთაშორისო (5 რესპონდენტი ორგანიზაცია), და არც ადგილობრივი (15 რესპონდენტი ორგანიზაცია) დონორებისგან.
როგორც ვხედავთ, დამოკიდებულება საგრანტო დაფინანსებაზე საკმაოდ დიდია, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება შემოსავლების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით იმ ორგანიზაციების გამოცდილების უფრო სიღრმისეულად შესწავლა, ვინც ახერხებს შემოწირულობებით და საკუთარი შემოსავლებით – საკონსულტაციო თუ ეკონომიკური საქმიანობიდან – განახორციელოს თავისი საქმიანობა, შემდგომი გამოცდილების გაზიარების მიზნით.
მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხული კახეთის რეგიონის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს – 33-ს (58%) – ბოლო სამი წლის მანძილზე ჰყოლია პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთან ერთადაც განუხორციელებია პროექტი(ები). პარტნიორი ორგანზიაციების სია, რომელიც რესპონდენტებმა მოგვაწოდეს საკმაოდ შთამბეჭდავია, და მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნული და საერთაშორისო დონის ორგანიზაციებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კახეთის რეგიონის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების არც თუ ისე პატარა ნაწილს, საკმაოდ ძლიერი ქსელური და პარტნიორული მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ეს მიმართულება, სასურველია, კიდევ უფრო გაძლიერდეს.
რესპონდენტი ორგანიზაციების მიერ ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების თემატური მიმართულებებიც საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე წამყვანი მიმართულება. ესენია:
საგრძნობლად ნაკლებად ხდება პროექტების განხორციელება ისეთ თემებზე, როგორიცაა ლგბტქ უფლებები, მედია, ჯანდაცვა და სოციალური დაცვის საკითხები, პოლიტიკის შემუშავება, ტურიზმი, ფსიქოლოგიური სერვისები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურება თუ არჩევნები.
გრაფიკი 3. გთხოვთ მონიშნოთ, ორგანიზაციის მიერ ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების თემატური მიმართულებები (სიხშირეები, ყველა შესაბამისი პასუხი)
შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ თავად რესპონდენტი ორგანიზაციები საკუთარ სამიზნე ჯგუფებად ყველაზე ხშირად შემდეგ ჯგუფებს ასახელებენ:
ნაკლებად ხდება ისეთ ჯგუფებთან მუშაობა, როგორიცაა ჟურნალისტები, ხანდაზმულები, სოციალურად დაუცველები, მაღალი რისკის მქონე ჯგუფები თუ ტურიზმის სფეროს თანამშრომლები.
როგორც ჩანს, მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიის, კახეთის რეგიონის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, საკმაოდ აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. კითხვაზე: “ბოლო 3 წლის მანძილზე, დაახლოებით რამდენ პროექტს ახორციელებს თქვენი ორგანზიაცია ყოველწლიურად?” რესპონდენტი ორგანიზაციების ნახევარზე მეტი საშუალოდ წელიწადში 2-3 (24 ორგანიზაცია, 42%) და 4-ზე მეტ პროექტს ასახელებს (7 ორგანზიაცია, 12%). შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ რეგიონის არასამთავრობო სექტორის იმ ძირითად აქტიურ ბირთვს, რომელიც, არსებული გამოწვევების მიუხედავად ახერხებს ყოველწლიურად რამდენიმე პროექტის განხორციელებას. ამავრდოულად, შესაძლებელია, რომ ეს არ იყოს მასშტაბური, გრძელვადიანი და/ან დიდი დაფინანსების მქონე პროექტები, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ და ახერხებენ დაფინანსების მოპოვებას.
ასევე საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ რესპონდენტი ორგანიზაციების თითქმის ნახევარს (28 ორგანიზაცია, 48%) ადვოკატირების პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ადვოკატირების თემატიკა ასევე ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც შშმ პირების, განათლებას, ეთნიკური უმცირესობების, ქალების, გენდერული საკითხების, გარემოსდაცვითი, მუნიციპალური სერვისების მიწოდების თუ სხვა საჭირბოროტო საკითხების მოგვარებას:
l 18 + სერვისების შექმნა, 18 წლამდე ბავშვებისთვის პროგრამების შექმნა |
l ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის ბიუჯეტის გამოყოფა |
l რეგიონალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება |
l ადრეული განვითარების მუნიციპალური პროგრამის განვითარება |
l ადრეული ინტერვენციის სერვისის ჩამოყალიბება გურჯაანის მუნიციპალიტეტში |
l ახალგაზრდული საჭიროებების ადვოკატირება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა |
l გარემოს დაცვითი, სოციალური, ადამიანის უფლებათა დაცვა. |
l გენდერული თანასწორობა, ბიუჯეტირება, გარემოს დაცვა, |
l ეთნიკური უმცირესობების ქალთა უფლებების დაცვა; გენდერზე დაფუძნებული ბიუჯეტირება (GRB) |
l ვაუჩერული დაფინანსების გაზრდა |
l თელავის, გორის და ბორჯომის თვითმმართველობის ბიუჯეტების ჯანდაცვის და სოციალური მუხლების შეცწავლა/რეკომენდაციები |
l თემში არსებული პრობლემის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მიტანა და ამ პრობლემის მოწესრიგება |
l მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მოპოვება, კომუნალური შეღავათების ამოქმედება, სოფლის სკვერის რებილიტაცია-კეთილმოწყობა |
l მერიასთან თანამშრომლობა, ჩვენი მხრიდან მოსახლეობის პრობლემების წარდგენა და მათი მხრიდან ამ პრობლემების მოგვარება |
l მეწარმე ქალთა მხარდაჭერა, ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა |
l მომსახურების სერვისის დაარსება და სერვისის მიწოდება; სმენისდაქვეითების მქონე პირთა ტექნიკური მოწყობილობის შეცვლა და ინდივიდუალური ადვოკატირება ასობით შშმ პირის მშობელს; ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის სმენისდაქვეითების მქონე პირთა შესახებ,მათი საჭიროებები და უფლებების დაცვა |
l მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში |
l მუნიციპალური სოციალური პროგრამების განვითარება |
l სამოქალაქო განათლების საგნის მე-7 კლასიდან სწავლება |
l სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ პირთა სოციალურ ეკონომიური პირობების გაუმჯობესება |
l სკოლამდელი განათლების ინსტიტუციების კვლევა და ადვოკატირება |
l სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებების კვლევა კოვიდ 19 -ის პირობებში |
l შშმ პირების და მათი მშობლების დასაქმების ხელშეწყობა |
l შშმ პირების უფლებების დაცვა |
რომ შევაჯამოთ, რესპონდენტი ორგანიზაციების დიდ ნაწილს აქვს როგორც ადვოკატირების, ისე პარტნიორული პროექტების განხორციელების გამოცდილება, რაც შესძლოა, გამოყენებული იყოს როგორც მათი შემდგომი გაძლიერების საფუძველი. ამავდროულად, რესპონდენტი ორგანიზაციების ორგნიზაციული განვითარება საკმაოდ არათანაბარია, რეგიონში გვხვდება როგორც საკმაოდ ძლიერი და მდგრადი, ეგრეთწოდებული “ბირთვი” ორგანიზაციები, ისე ახლადდაფუძნებული და “სუსტი” ორგანიზაციები. შესაბამისად, მათი გამოცდილებებიც და საჭიროებებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება.
კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რომელია რესპონდენტი ორგანიზაციები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მათი საქმიანობის პროცესში. შესაბამის კითხვაზე პასუხების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ასეთი 5-ია:
ამ კითხვაზე მიღებული 55 პასუხიდან მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა ორგანიზაციამ აღნიშნა რომ მათ “არა აქვთ გამოწვევები”, რაც, თავისთავად, კახეთის რეგიონში არასამთავრობო სექტორის მუშაობის საკმაოდ რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა შესაძლოა დასახელებულიყო როგორც არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი გამოწვება და ონლაინ კითხვარში წინასწარ იყო შეთავაზებული დამატებითი კითხვები მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის თაობაზე. კერძოდ, ჩვენ ვკითხეთ რა კონკრეტულ პრობლემებს აწყდებიან არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები მუნიციპალიტეტებთან მუშაობის პროცესში. 57 რესპონდენტი ორგანიზაციიდან თითქმის მესამედმა (17 ორგანიზაცია) აღნიშნა, რომ არ აწყდება არანაირ პრობლემას მუნიციპალიტეტთან მუშაობისას. დანარჩენები კი თვლიან, რომ ძირითადად პრობლემები წარმოიშვება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და თანამშრომლობის ნაკლები მზაობა მუნიციპალიტეტის მხრიდან, გადაწყვეტიელებების მიღების ბიუროკრატიულობა და ზოგადად, კომუნიკაციის დეფიციტი.
დანართ 1-ში მხოლოდ მცირე სტილისტური შესწორებებით არის მოყვანილი რესპონდნეტი ორგანიზაციების მიერ ჩამოთვლილი პრობლემატიკა. მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პროცესში წამოჭრილ პრობლემებზე საკმაოდ სიღრმისეულია. ისინი ამ პრობლემებით გამოწვეულ შედეგებზე აკეთებენ აქცენტს, როგორიცაა ანგარიშვადებულების, და, შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღების, მზაობისა და ინტერესის ნაკლებობა; კვალიფიკაციის დაბალი/არასათანადო დონე, და შესაბამისად, სიახლის ნაკლებ მიმღებლობა; ამასვე, სავრაუდოდ, უკავშირდება გარკვეული “კონკურენციის” და “ოპოზიციის” გრძნობა არასამთავრობო სექტორის მიმართ. არადა, ნათელია, რომ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისთვის სწორედ რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან პროდუქტიული და ეფექტიანი თანამშრომლობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ზოგადად არასამთავრობო სექტორის წარმატებული მუშაობისთვის.
რომ შევაჯამოთ, გამოიკვეთა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის სფეროში რამდენიმე მიმართულება:
კვლევის ერთ-ერთ მიზანს ასევე წარმოადგენდა რესპონდენტი ორგანიზაციების ძლიერი და სუსტი მხარეების თვით-იდენტიფიცირება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ის, რაც ზოგიერთი რესპონდენტი ორგანიზაციის შემთხვევაში ძლიერ მხარეს წარმოადგენს, სხვა რესპონდენტი ორგანიზაციისთვის შესაძლოა სუსტი მხარე იყოს – ასეთია, მაგალითად, კვალიფიციური კადრის ან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკითხები, რაც, კახეთის არასამთავრობო სექტორის განვითარების არათანაბარ დონეზე მიუთითებს. აღსანიშვია, რომ ძლიერი მხარეები უფრო მეტად უკავშირდება როგორც თავად ორგანიზაციის კვალიფიციურ ადამიანური რესურსების თუ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ასევე ძლიერი ორგანიზაციული კულტურის არსებობას. ამავდროულად, სუსტი მხარეების ანალიზისას უფრო მეტად გამოიკვეთა დაფინანსებასთან და ცოდნის/უნარების საკითხებთან დაკავშირებული გამოწვეები.
ორგანიზაციების ძლიერი მხარეები:
როგორც ვხედავთ, რესპონდენტი ორგანიზაციები ასახაელებენ უაღრესად მნიშვნელოვან ძლიერ მხარეებს, რომელთა გარეშეც რთული იქნებოდა ეფექტური საქმიანობის წარმართვა. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ორგანიზაციების მიერ მოტივაციისა და ინოვაციურობის და განვითარებისკენ სწრაფვის ხაზგასმა, რაც, უდავოდ, ასევე აუცილებელია არასამთავრობო სექტორის წარმატებულობისთვის.
ორგანზიაციების სუსტი მხარეები
რომ შევაჯამოთ, სუსტ მხარეებში უფრო იკვეთება ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების ასპექტები, ცოდნის/გამოცდილების ნაკლებობა გარკვეული მიმართულებებით, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ რესპონდენტ ორგანიზაციებს საკმაოდ კარგად აქვთ გააზრებული თუ რა უშლის ხელს მათი საქმიანობის ეფექტურობას. ეს კი პირველი ნაბიჯია ამ პრობლემების მოგვარებისთვის.
წინამდებარე კვლევის ფარგლებში გვქონდა კონკრეტული ამოცანა გაგვეგო თუ რა მიმართულებებით აქვთ სურვილი რესპონდენტ ორგანიზაციებს რომ ყველაზე მეტად გაიღრმავონ ცოდნა უახლოესი 1-2 წლის მანძილზე, რათა მაქსიმალურად მოხდეს პროექტის შემდგომი აქტივობების მორგება არსებულ საჭიროებებზე. გამოკითხული 57 ორგანიზაციიდან, მხოლოდ ერთმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს ტრენინგების საჭიროება. ერთმა რესპონდენტმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ტრენინგების მაგივრად უფრო სასურველია ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კიდევ ერთმა – საკონსულტაციო შეხვედრები დონორებთან, რათა ორგანიზაციები უკეთ მიხვდნენ თუ რა მოთხოვნები აქვთ დონორებს და რატომ არ ხდება მათი განაცხადების დაფინანსება, და კიდევ ერთმა რესპონდენტმა ორგანიზაციამ მიუთითა, რომ სასურველი იქნებოდა ტრენინგი “გუნდის მშენებლობაში”. დანარჩენი რესპონდენტი ორგანიზაციების შემთხვევებში კი გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები: ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა, რეგიონული განვითარება, კოალიციური პროექტების მართვა, ადვოკატირება და სამოქალაქო ჩართულობა, და სამოქალაქო აქტივიზმი.
გრაფიკი 4. რა თემაზე ისურვებდით ტრენინგის ჩატარებას უახლოეს 1-2 წლის მანძილზე? (სიხშირეები, ყველა შესაბმისი პასუხი)
ამადროულად, გამოკვეთილი სუსტი მხარეების საფუძველზე, სავარაუდოა რომ რესპონდენტი ორგანიზაციებისთვის ასევე სასარგებლო იქნებოდა ფონდების მოძიების და დაფინანსების დივერსიფიკაციის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, და ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკების შესწავლა როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე დონორ ორგანიზაციებთან.
გამოკითხული კახეთის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების პროფილი საკმაოდ მრავალფეროვანია – გვხვდება როგორც საკმაოდ ძლიერი და განვითარებული და დიდი გამოცდილების მქონე, ისე ახლად დაარსებული და შედარებით სუსტი ორგანიზაციები. შესაბამისად, ნათელია, რომ მათი საჭიროებებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება; გამოკითხულთა შორის იყო ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებმაც აღნიშნეს რომ არ აქვთ გამოწვევები და ტრენინგების საჭიროებასაც არ განიცდიან, წელიწადში რამდენიმე პროექტს ახორციელებენ და 10-ზე მეტი თანამშრომელიც ყავთ.
გამოკითხული არასამთავრობო და სათემო ორგანზიაციების მუშაობის ძირითადი თემატიკა უკავშირდება განათლებას, ადვოკატირებას, გარემოს დაცვას, ქალთა უფლებებს. თუმცა რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამიზნე ჯგუფებში ასევე გვხვდებიან სოფლად მცხოვრები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები ეფექტურად პასუხობენ რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.
ამავდროულად, ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაფინანსების ხელმისაწვდომობა და დაფინანსების დივერსიფიკაცია კვლავ რჩება იმ ძირითად გამოწვევად, რომელიც ასე თუ ისე გამოკითხული ორგანიზაციების უდიდეს ნაწილს ხელს უშლის მდგრად განვითარებაში. მიუხედავად იმის, რომ არსებულ ვითარებაში რთულია ისეთი სქემის შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფდა რეგიონული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მდგრად ფინანსურ მდგომარეობას, სავარაუდოა, რომ ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება საკვანძო მიმართულებებით სწორედ რომ ხელს შეუწყობს ამ პროცესს.
ამავდროულად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კახეთის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების გამოწვევები არც თუ ძლიერ განსხვავებდება საქართველოს სხვა მსგავსი პროფილის რეგიონის არასამთავრობო რექტორის პრობლემატიკისგან. შესაბამისად, ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები მიმართულია პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი,ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” კახეთის რეგიონული ჰაბის მუშაობის იმ კომპონენტების გაძლიერებისკენ, რომლებიც რეგიონული არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
რეკომენდაციები:
დანართი 1. კახეთის არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გამოწვევები (ამონარიდები ონლაინ გამოკითხვის კითხვარებიდან)
l ერთად დაგეგმილი საქმიანობის დროს, მუნიციპალიტეტი არ იჩენს ინიციატივას განსახორციელებელი საქმიანობებში ჩაერთოს; საჭირო დოკუმენტებს არ გვაწვდის დროულად |
l საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა გაურკვეველი მიზეზით, თანამშრომლობის სურვილის არქონა, მუშაკთა ნაკლები მზაობა და არაპროფესიონალიზმი |
l ანგარიშვალდებულების ნაკლებობიდან გამომდინარეა ყველა ის პრობლემა, რაც მათთან მუშაობისას წარმოიქმენა: კომუნიკაციის ნაკლებობა, ორმხრივ თანამშრომლობაზე მზაობის არ ქონა, მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა არაპროფესიონალიზმი, კოვიდის პერიოდი |
l არ აფასებენ სერვისის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტისტვის, არ შემოდიან პროექტების თანადაფინანსებაში, მინიმალულ წილშიც კი; არ დაგვხმარებიან არც პანდემიის დროს წამოჭრილი გამოწვევების დროს და არც თანადაფინანსებაზე, ამჟამადაც გაგზავნილია წერილი მერთან. |
l არ აქვთ სურვილი დამატებით სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის |
l არ ფინანსდენიან შშმ პირები რომელთაც ესაჭიროვებათ რეაბილიტაცია, მომსახურების სერვისის მიწოდება. რეაბილიტაციის ცენტრის კომუნალურ გადასახადებში თანამონაწილეობა,შშმ პირთა ტრანსპორტირების ხარჯების არ ანაზღაურება. |
l არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მცდელობის არ ქონა მათი მხრიდან და უნდობლობა |
l ბიუროკრატია, გადაწყვეტილებების მიღების ხედვა ვიწრო, არა მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად და ამის წარმოჩენა ძალიან სამოქალაქო სასარგებლო გადაწყვეტილებებად.ნაკლები პროფესიონალიზმი და გაუბედაობა სწორი, არაპოპულარული ნაბიჯების გადასდგმელად. |
l ბიუროკრატიული ბარიერები, კომპეტენციის დაბალი დონე, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ნაკლები მზაობა და ნება, საჯარო ინფორმაციის გაცემისას ვადების დარღვევა |
l ბოლო პერიოდში კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე ფიზიკური კომუნიკაციები შეფერხებულია |
l გადაწყვეტილების მიღება დიდ დროს მოითხოვს |
l დროული პასუხის მიღება მუნიციპალიტეტისგან |
l დროში გაწელილი ბიუროკრატიული მიდგომა საკითხების განხილვისას |
l ვინაიდან სიღნაღის მუნიციპქლიტეტის ბიუჯეტი არ არის დიდი, ყოველთვის პრობლემა გვაქვს, ბიუჯეტის სწორად განაწილებაზე; ხშირ შემთხვევაში არ ხდება საოჭიროებების სწორად განაწილება |
l ინერტულობა, სურვილის არქონა, “ხელფასს მაინც ვიღებთ რატომ ვიწვალოთ” დამოკიდებულება |
l კომმუნიკაციის შესაძლებლობა არის, თუმცა, თანამონაწილეობა სამოქალაქო სექტორიდან, ჩვენი ორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, არ არის დანერგილი. |
l კონკურენტად აღქმა რიგ ახალგაზრდულ საკითხებში |
l მიმაჩნია, რომ ეს ხარვეზი არ ეხება მხოლოდ არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას, ეს არის ზოგადად თვითმმართველობის ხელმძღვანელების პოლიტიკის ხარვეზი: ნაკლები კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ანგარიშვალდებულებად კი მიიჩნევენ წელიწადში ერთხელ ანგარიშის ჩაბარებას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებთან. |
l მუნიციპალიტეტთან ანუ იგულისხმება მერია ძირითადი პრობლემა არის, რომ ისინი ნაკლებად სცნობენ არასამთავრობო ორგანიზაციის რესურს და არ არიან დაინტერესებულები ურთიერთ თანამშრომლობით; უყურებენ როგორც ოპოზიციას. |
l მუნიციპალიტეტი არ გამოთქვამს მზაობას ორგანიზაციასთან ერთად მიიღოს და შეიმუშაოს სხვადასხვა პორბლემების აღმოსაფხვრელი გზები, არ გამოთქვამს სურვილს ჩაგვრთოს მათსავე საქმიანობაში, შესაბამისად, ძალიან რთულია საერთო პროექტების ერთად განხორციელება. |
l მუნიციპალიტეტი ნაკლებად რთავს მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში; მწირია ანგარიშვალდბეულების მექანიზმები |
l მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა კვალიფიკაცია, სამოქალაქო ცნობიერება |
l მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ჩართულობა, პროექტების სიცოცხლისუნარიანობა |
l მუნიციპალური პროგრამების ბიუჯეტირების პროცესში პრიორიტეტების განსაზღვრა |
l ნაკლებათ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციაებთან მუშაობის გამოცდილება |
l ორგანიზაციის ბაზაზე არსებული კრიზისული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა/არ ქონა |
l რთულია თვითმმართველობის წევრებთან შეხვედრის ორგანიზება. ასევე პრობლემაა მათთან შეთანხმებული საკითხების განხორციელება მათივე მხრიდან – რამოდენიმეჯერ შეხსენების შემთხვევაშიც არ ხდება დაპირებულის შესრულება. |
l რთულია მათთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარევბა |
l სამუშაო საათებშიც არ იმყოფებიან სამსახურში. |
l უმეტეს შემთხვევაში არიან თავდაჯერებულები, ნაკლებად ითვალისწინებენ რჩევას და არ მოსწონთ ჩარევა, ამავე დროს ხშირად არაკომპეტენტური და ნაკლებსენსიტიური მიდგომები აქვთ ამა თუ იმ წამოჭრილ საკითხსა თუ პრობლემაზე. ხშირად იგნორირებენ იმ თემებსს და გამოწვევებს, რაც მათთვის ნაკლებად ცნობადია და უცხო, თითქოს უჭირთ სიახლის მიმღეობა […] მაინც რაღაც თითქოს თავისი მემკვიდრეობით მიღებული ცოდნებით უადვილდებათ მუშაობა. |
l შეტანილ წერილებსა და განცხადებებზე არ ხდება დროული რეაგირება, რის გამოც გვიწევს შემდგომში პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრები, სატელეფონო საუბრები. |
l შშმ პირთა კომვენციის მუხლების არცოდნა |
[1] “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში: რუკა და ანალიზი”, 2021, https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/60c/1e9 /e2d/60c1e9e2d0685306575183.pdf?fbclid=IwAR2jHXtesA1sLFYPyZQOQ8HekVDaGZxU8QQc0qJyyLMgKDsSISJw6-GhjpI, p. 12 .; Also: CRRC-საქართველო, “ნდობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ”, Caucasusbarometer.org, 2021, https://caucasusbarometer.org/en/cb2020ge/TRUNGOS/].
[2] “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში: რუკა და ანალიზი”, 2021, https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/60c/1e9/e2d/60c1e9e2d0685306575183.pdf?fbclid=IwAR2jHXtesA1sLFYPyZQOQ8HekVDaGZxU8QQc0qJyyLMgKDsSISJw6-GhjpI, გვ. 12.; ასევე: CRRC-საქართველო, “ნდობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ”, Caucasusbarometer.org, 2021, https://caucasusbarometer.org/en/cb2020ge/TRUNGOS/
[3] “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში: რუკა და ანალიზი”, 2021, https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/60c/1e9/e2d/60c1e9e2d0685306575183.pdf?fbclid=IwAR2jHXtesA1sLFYPyZQOQ8HekVDaGZxU8QQc0qJyyLMgKDsSISJw6-GhjpI, გვ. 9.
[4] “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში: რუკა და ანალიზი”, 2021, https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/60c/1e9/e2d/60c1e9e2d0685306575183.pdf?fbclid=IwAR2jHXtesA1sLFYPyZQOQ8HekVDaGZxU8QQc0qJyyLMgKDsSISJw6-GhjpI
[5] სხვა კვლევების მიხედვით, კახეთში 123 აქტიური ორგანიზაციაა იდენტიფიცირებული, იხ.: “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში: რუკა და ანალიზი”, 2021, https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/60c/1e9/e2d/60c1e9e2d0685306575183.pdf?fbclid=IwAR2jHXtesA1sLFYPyZQOQ8HekVDaGZxU8QQc0qJyyLMgKDsSISJw6-GhjpI, გვ. 10.
[6] Public Perceptions on Gender Equality in Politics and Business, 2013, UNDP Georgia, გვ. 8.