კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილის გაცხადებით, მიმდინარე წელს რეგიონისთვის პრიორიტეტს კვლავ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროების ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენს.
,,რეგიონისათვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებების გაძლიერება. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და სასტუმრო სიმძლავრეების შესაქმნელად, მიმდინარე წლიდან რეგიონში სხვადასხვა პროექტები განხორციელდება.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, რეგიონში უნდა შემოვიდეს ინვესტორი, რათა დარგები, რომელიც ჩვენი კუთხისთვის არის პრიორიტეტული, მეტად განვავითაროთ. მაგალითად, მნიშვნელოვანია, განვითარდეს გადამამუშავებელი სიმძლავრეები და მაცივრები.
ჩვენთვის მთავარი პოლიტიკური მიმართულებაა ეკონომიკური აქტიურობისა და ინვესტიციების გაზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რამაც უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები”, – განაცხადა Knews.ge-სთან ირაკლი ქადაგიშვილმა.