mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

კახეთის რეგიონული ჰაბი იწყებს ტრენინგებისა და ვებინარების ციკლს HUB LAB

კახეთის რეგიონული ჰაბი იწყებს ტრენინგებისა და ვებინარების ციკლს HUB LAB
მედია ცენტრი კახეთის (MCK) ბაზაზე არსებული კახეთის რეგიონული ჰაბი იწყებს ტრენინგებისა და ვებინარების ციკლს HUB LAB.
HUB LAB – არის ლაბორატორია, რომელიც კახეთის სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და მოხალისეთა წარმომადგენლებს სთავაზობს საჭიროებაზე მორგებულ საგანმანათლებლო ინსტრუმენტს განვითარებისათვის.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ვებინარი, რომლის თემაა პროექტის წერა. დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციებმა მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები და დააფიქსირეთ მონაწილეობის სურვილი.
აქტივობები ორგანიზებულია მედია ცენტრი კახეთის ( MCK ) კახეთის რეგიონული ჰაბის მიერ პროექტის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.