- მედია ცენტრი კახეთი
- მიმდინარე პროექტები
- სიახლე
- 02.07.2021
- 1470
- Maia Mamulashvili
23-24 ივნისს თელავში კახეთის 8 მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.
შეხვედრები ორგანიზებული იყო მედია ცენტრი კახეთის ( MCK ) კახეთის რეგიონული ჰაბის მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კახეთის სამოქალაქო სექტორის საჭიროებათა კვლევის დოკუმენტი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში მომზადდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 57 ადგილობრივმა ორგანიზაციამ. შეხვედრაზე იმსჯელეს სამოქალაქო საზოგადოების როლზე რეგიონული განვითარების ჭრილში, დასახეს კონკრეტული გეგმები ორგანიზაციული განვითარებისა და რესურსების გაცვლის მიმართულებით.
გარდა ამისა, შეხვედრაზე სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოისმინეს ინფორმაცია COVID 19 ის პანდემიის დროს იმუნიზაციის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობებზე, ამასთან დაისახა გზები მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტის გასაძლიერებლად ადგილობრივ თვითმმართველობასთან ეფექტური და ინტენსიური თანამშრომლობის თაობაზე.
იხილეთ ვიდეორგოლი, რომელიც საინფორმაციო პორტალმა knews.ge მიერ მოამზადდა.