კახეთის რეგიონული სამოქალაქო/სათემო ორგანზიაციების საჭროებათა გამოვლენისა და შეფასების მიზნით „მედია ცენტრი კახეთი“ MCK -ის რეგიონული ჰაბი ადგილობრივი ორგანიზაციების გამოკითხვას იწყებს.
საჭიროებათა მოკვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის“ ფარგლებში კახეთის რეგიონული ჰაბის მიერ ჩატარდება და მისი მიზანია ადგილობრივი სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციების საჭიროებათა გამოვლენა და შეფასება.
გამოკითხვის შედეგების საფუძველზე დაგეგმილია სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციების რესურსების გაცვლის მხარდაჭერა, სამოქალაქო ორგანიზაციების პარტნიორობის ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და მათი სუსტი მხარეების გაძლიერება.
გამოკითხვაში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის დაგეგმილია ორი ზონალური სამუშაო შეხვედრის ჩატარება და სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციების ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ონლაინ ანკეტის შევსება შეუძლია ყველა სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციას, რომელიც რეგიონის არეალში მუშაობს.
ნებისმიერი შეკითხვისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მედია ცენტრი კახეთის MCK გუნდს: