mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა

ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა

პროექტის ,,ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის მხარდაჭერა კახეთის რეგიონში“ მიზანია სოციალურ სექტორში მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებს, სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის სოციალური სერვისების სისტემის გაუმჯობესების გზით კახეთის რეგიონში.
პროექტი კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის: თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მერიის სოციალური სამსახურების ჩართულობით უზრუნველყოფს სოციალურ სექტორში მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტების სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის სოციალური სერვისების სისტემის გაუმჯობესების გზით.
პროექტის ფარგლებში, მომზადდა სოციალური პროგრამების თვისობრივი კვლევა და ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის პირველადი დოკუმენტი.
პროექტს ,,მედია ცენტრი კახეთი“ ევროკავშირის დაფინანსებით,  ორგანიზაცია ,,World Vision”-ის მხარდაჭერით ახორციელებს.