mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

კახეთში მოსახლეობას ბუნებრივი აირზე გაზრდილი გადასახადის გადახდა უწევს

კახეთში მოსახლეობას ბუნებრივი აირზე გაზრდილი გადასახადის გადახდა უწევს

რეგიონში მაცხოვრებლებს შეკითხვები გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოსახლეობამ ბუნებრივ აირის გადასახდელი ქვითრები მიიღო.
იანვრის დასაწყიში, აბონენტების ნაწილს გაზის დანახარჯი ასი პროცენტით მეტი დაერიცხა. რეგიონში აბონენტების ნაწილი გაზრდილ დანახარჯებს ბუნებრივი აირის დაბალი ხარისხით ხსნის, სხვები კი გაზმომარაგების კომპანიების მხრიდან გარკვეულ მანიპულაციებზე მიუთითებენ.
,,გურჯაანში ,,სოკარ ჯორჯია გაზია” წლებია და ამხელა გადასახადი არ მოგვსვლია. ამ თვეში რა მოხდა ვერ გავიგეთ, ამხელა გადასახადი 2 თვეშიც არ მოდის. ხალხი ამბობს, რომ გაზს ძალა არ აქვს, წყალიც კი ვერ ცხელდება მოკლე დროში. უხარისხო გაზია თუ თვითონ კომპანია რამეს აკეთებს, ჩვენ რა გავიგოთ. გაზი წითლად ბოლავს, ცისფრად არ ანთია”, – აცხადებენ გურჯაანელები.
თელავში ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” აბონენტების ნაწილი გაზრდილ გადასახადებზე ჩივის.
,,გვეუბნებიან, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი არ გაძვირებულა, მაგრამ გადასახადი თითქმის 80%-ით მეტი მოვიდა თვის დასაწყისში. ამხელა გადასახადების გადახდა შეუძლებელია. არადა, შეშის ღუმელი ბევრს აღარ აქვს, რა ვქნათ გავიყინოთ? გათიშავენ თუ არ გადავიხდით. ყინვას უკავშირებენ, მაგრამ შარშან უარესი ყინვებიც იყო და ამის ნახევარი გადასახადი მოგვდიოდა. ოთახში გამათბობელს ლურჯი ალის ნაცვლად მოწითალო ალი აქვს, ნაკლებ სითბოს გამოყოფს რის გამოც უფრო მეტზე აწევა მიწევს. იქნება ვინმემ განმარტება გააკეთოს მოსახლეობისთვის. “ – აცხადებს მოსახლეობა.
ბუნებრივი აირის გაზრდილ დანახარჯებს უხარისხო პროდუქტით ხსნიან სპეციალისტები.