კახეთის რეგიონში მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების მიზნით სამუშაოების განხორციელება დაიწყო. შეხვედრები რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში უკვე დასრულების ფაზაშია, რის შემდეგაც ყველა მუნიციპალიტეტი საკუთარი სერვისების შეფასებასა და ანალიზს მოახდენს.
მუნიციპალური სერვისების ხარისხის თვითშეფასების დოკუმენტზე სამუშაოდ რეგიონის მუნიციპალიტეტებში სპეციალური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ამჟამად დოკუმენტის დახვეწაზე მუშაობენ.
სამუშაოების მიმდინარეობას პროექტის ექსპერტი ირაკლი კახიძე დაესწრო, რომელმაც მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული სერვისების შეფასება,რამაც ხელი უნდა შეუწყოს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას კახეთის რეგიონში. მათ შორის შექმნას საფუძველი მაღალი ხარისხის, ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგად ადმინისტრირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებისთვის.“
პროექტის მომდევნო ეტაპზე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესი დაიწყება და მუნიციპალური სერვისების ხარისხის თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით შეიქმნება და განხორცილდება მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმოჯობესებისკენ მიმართული საქმიანობები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შესაძლებლოების გაძლიერების პროგრამები მუნიციპალიტეტებისთვის, რომელიც მოიცავს ტრენინგების ციკლს პოლიტიკის შემუშავებასა და სერვისების ხარისხის სტანდარტებში, ვორკშოფები მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის შესახებ და ტექნიკურ მხარდაჭერას.
ამასთან პროექტი ითვალისწინებს შესაძლებლოების გაძლიერების პროგრამებს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომელიც მოიცავს ტრენინგებსა და ვორკშოფებს, ადვოკატირების ინიციატივებს.
მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი 2 წლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2019 წლის 17 ოქტომბრიდან. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციასთან: მედია ცენტრ კახეთთან თანამშრომლობით.