ტაძარი, რომლის სიგრძე 11 მეტრამდე, ხოლო სიგანე 7 მეტრამდე იქნება, სოფლის ცენტრში აშენდება. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ტაძარი სოფელ ვაჩნაძიანის ამიდასტურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამღვრის მღვდელი ნოდარის ინიციატივით შენდება.
,,სოფელში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ძირითადად შემოწირულობებით აშენდება. ტაძრის აშენება და ფუნქციონირება სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე კახიფარში ეკლესია არ ჰქონდათ”, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.