mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ლაგოდეხში დაჭრილი ორსული ქალის მდგომარეობა სტაბილურია

ლაგოდეხში დაჭრილი ორსული ქალის მდგომარეობა სტაბილურია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვში მომხდარი ოჯახური კომფლიქტის დროს დაჭრილი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა. მეზობლების განცხადებით, კონფლიქტი ოჯახში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების დაპირისპირებას მოყვა.
შსს-მ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა და იარაღი ნივთმტკიცებად ამოღებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.