mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ლაგოდეხში მაზლმა ორსული რძალი დაჭრა, მძახალი კი მოკლა

ლაგოდეხში მაზლმა ორსული რძალი დაჭრა, მძახალი კი მოკლა

მკვლელობა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვში.
მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, მძახალი კი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევას კი, წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. მეზობლებისთვის კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.