ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრებ 6 შვილიან ოჯახს, რომელსაც ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ უხდებოდა ცხოვრება, დღეიდან საკუთარი სახლი აქვთ. სიფრაშვილების სახლის შესაძენად ლაგოდეხის გამგეობამ 10 ათასი ლარი გამოყო, რასაც დაემატა გასულ წელს გამგებლის ინიციტივით გახსნილ საბანკო ანგარიშზე მოქალაქეების მიერ ჩარიცხული 2 ათასი ლარის ოდენობის თანხაც.
,,ბოლო წლების განმავლობაში სიფრაშვილების მრავალშვილიან ოჯახს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამით არაერთხელ გამოეყო ფულადი დახმარება”, – განაცხადა ქალაქის გაგებელმა კახა ჯამბურიამ.
ექვსშვილიანი ოჯახის დასახმარებლად სოციალურ ქსელში, მოქალაქის თიკო იობიძეს მიერ საქველმოქმედო კამპანიაც წარმოებდა, საიდანაც შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახს მოხმარდა.