mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

მეორე ტურში ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა დავით სონღულაშვილმა მიიღო

მეორე ტურში ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა დავით სონღულაშვილმა მიიღო
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რეგიონის ექვს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურჯაანში, დავით სონღულაშვილმა მიიღო.
მისი შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა დემოკრატიულ და თანაბარ პირობებში.

,,ამომრჩეველს მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში უპრეცენდენტო აქტივობისთვის. ჩემი პარლამენტის წევრობა და საქმიანობა მომავალი 4 წლის მიმართული იქნება იმაზე, რომ ჩვენი ყველა დაპირება, ყველა ინიციატივა თუ პროექტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაგაცანით, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ თქვენთვის”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანის #24 მაჟორიტარულ ოლქი:
დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო) – 78.54% ( 20 934)
გიორგი ღვინიაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)- 21.46% (5 719)
რაც შეეხება დანარჩენ საარჩენო ოლქებს.
საგარეჯოს #23-ე მაჟორიტარული ოლქი:
რომან მუჩიაშვილი (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) – 79.18% (12 512)
ზურაბ ჭიაბერაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)- 20.82% (3 290)
ლაგოდეხის #26-ე მაჟორიტარული ოლქი “
გურამ მაჭარაშვილი (ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო) – 75.57% (17 380)
გურამი კაკალაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 24.43% (5 618)
თელავი-ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო #27-ე მაჟორიტარული ოლქი: 
ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) -69.46% (17 833)
გიორგი ბოტკოველი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 30.54% (7 841)
თელავი-ახმეტის გაერთიანებული საარჩევნო ოლქი #28-ე მაჟორიტარული ოლქი”
გელა სამხარაული (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) – 73.83% (17 089)
შაქრო ტერტერაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 26.17% (6 056)