საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში ფერმერულ მეურნეობებში შექმნილი მძიმე ვითარება და ამ ტერიტორიებზე მიწების რეგისტრაციის საკითხები გახდა საფუძველი ერთობლივი კომისიის მუშაობის დასაწყებად, რომლის ინიცირება ფერმერ ქალთა ასოციაციის მიერ დაიწყო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესწავლის საგნად იქცა.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი, რომელიც აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიებთან მცხოვრები ფერმერების პრობლემებს სწავლობს, აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებები ფერმერთა საკითხებით დროულად უნდა დაინტერესდნენ.
„უკვე ათეულობით წლებია ფერმერები, ვინც საზღვრისპირა ტერიტორიებთან აწარმოებენ საქმიანობას, გაუსაძლის პირობებში მუშაობენ, მდინარე ალაზანი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს და საზღვრის როლსაც კი ასრულებს, მუდმივად კალაპოტს იცვლის, რის გამოც, ფერმერები საკუთარ მიწებს კარგავენ.“, – აცხადებს ირინე ფხოველიშვილი.
მდინარე ალაზნის ხეობის იმ ნაწილში, სადაც საზღვარი კვეთს, ძირითადად სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებია, რომლებიც უმეტეს წილად დედოფლისწაროელ და სიღნაღელ ფერმერებზეა იჯარით გაცემული. საზღვარზე რემდენიმე ტბა და სააგურეც მდებარეობს. საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ხოლო სოფლები სამთაწყარო, ფოროსმანი და საბათლო- დედოფლისწყაროს.
გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაუტარებლობა და საზღვრის პრობლემები მდინარის დაბინძურებას იწვევს, ადიდებული ხევები კი, ხეებს ძირიანად იტაცებს. ნაპირიდან ხშირად უზარმაზარ ხეებს გლეჯს, რომელიც, ცხადია ნაპირებსაც აზიანებს და მიწის ნაწილიც თან მიაქვს, ამიტომაც დროთა განმავლობაში მდინარე ნაპირს ანგრევს და საკმაოდ დიდ ტერიტორიებს ართმევს ცალკეულ ფერმერს, თუ მეზობელი სოფლის მცხოვრებ გლეხს.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მცხოვრები თემურ დუმბაძე ამბობს, რომ : ,,ჩვენს რაიონში ძალიან ბევრ სოფელს ართმევს ალაზანი ტერიტორიებს, იგივე ჯუმასყურე, საბათლოსთან ახლოს რომ მდებარეობს. ჯუმასყურეში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. დაახლოებით 100 ჰექტარ მიწას ვკარგავდით. ჩვენთან სამთაწყაროშიც მიაქვს ტერიტორიები. ძალიან ხშირად გადმოდის ალზანი კალაპოტიდან და ტერიტორიებს ტბორავს. გაზაფხულზე გადმოვიდა და მოსახლეობას ნათესები სულ გაუნადგურა.” ძალიან ხშირად გადმოდის ალაზანი კალაპოტიდან და ნაპირებს ტბორავს. გაზაფხულზე გადმოვიდა და მოსახლეობას ნათესები სულ გაუნადგურა. მე მქონდა მიწა იჯარით აღებული, რომელიც იტბორებოდა. სოფელთან ახლოს არის ყურე, რომელსაც საშიშროება ემუქრება. ალაზანი გადმოდის და ამ ტერიტორიას მთლიანად ფარავს. დიდი შანსია, რომ ერთ-ერთი წყალმოვარდნის შემდეგ საკმაოდ დიდი ყურე დავკარგოთ.
ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ალაზნის ამ ნაწილში მდებარე სახნავი და საძოვარი მიწების რეგისტრაციის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. საჯარო უწყებების მხრიდან მიწების აღრიცხვა და რეგიგისტრირება თუ არ მოხდა, რეალურად გლეხი შემოსავლის გარეშე დარჩება, ხოლო სახელმწიფო ტერიტორიის გარეშე.
„ ყოველ წელს დაახლოებით 30-40 მეტრამდე შემოდის ნაკვეთებში წყალი და ყურემდე შესასვლელი ყელი ვიწროვდება.ზუსტად იქ მაქვს მიწა და იმის გამო, რომ იტბორება, ვერაფერს ვთესავ. ეს პრობლემა თუ ვერ მოგვიგვარდა ფაქტობრივად უსახსროდ ვრჩებით. ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით ვცხოვრობთ. სხვა შემოსავალი სოფელს არ აქვს, ამასაც გვინადგურებს ალაზნიდან გადმოვარდნილი წყალი. თუ ეს სასაზღვრო ზოლი არ გაირკვევა და არ გამაგრდება, სოფელი უსახსროდ დარჩება.”.- ამბობენ ადგილობრივები.
მეცნიერებათა აკადემიამ „ფერმერ ქალთა ასოციაციისა“ და „ფერმერთა პროფკავშირიების“ მიერ დამუშავებული საკითხების შესწავლა უკვე დაიწყო. რამდენიმე ხანში მეცნიერები ამ კომპლექსური საკითხის გარშემო მთავრობას მიმართავენ და რეაგირებას მოითხოვენ.
აკადემიკოსი ივანე ჩოლოყაშვილი, რომელიც საქართველოს სასაზღვრო სივრცის საკითხებს რეგიონული კვლევების ცენტრთან ერთად სწავლობს, მიიჩნევს, რომ ყველაზე საყურადღებოა სადავო ტერიტორიების საკითხები, დემოგრაფიული ვითარება და სასაზღვრო ზოლში მიწის საკუთრების საკითხები.
„ჩვენს მიერ საჯარო რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო ზოლში დღეისათვის გასხვისებულია 2520 მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ფაქტი ალბათ განსაკუთრებულ გამოკვლევასა და შესწავლას იმსახურებს,“- აცხადებს ჩოლოყაშვილი.