mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

მეწარმე ქალთა პროდუქტების გამოფენა 2021

მეწარმე ქალთა პროდუქტების გამოფენა 2021
5 ივნისს „მედია ცენტრი კახეთის“ MCK მიერ შექმნილი „მეწარმე ქალთა კლუბის“ ორგანიზებით კახეთის მეწარმე ქალთა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენას ღია სივრცეში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, „მედია ცენტრი ცენტრმა“ MCK საკუთარ ეზოში უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო კახეთის 20 ზე მეტი მეწარმეს პროდუქტი: რძისა და თაფლის პროდუქტები, ხელნაკეთი სამკაულები, ორიგინალური დიზაინით შექმნილი ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი, თექის ტექსტილი, ხელთნაკეთი საპნები, მინანქარი და ძვირფასი ლითონის სამკაული და სხვა.
„მეწარმე ქალთა კლუბი“ უკვე 5 წელია ადგილობრივ ქალებს დახმარებას უწევს სხვადასხვა სასწავლო, საგანმანათლებლო პროექტებით, მათ შორის, გამოფენებით. 2020 წლიდან MCK ერთად ადვოკატირებას უწევს ადგილობრივ მეწარმე ქალთა პრობლემების გადაჭრას ადგილბრივ და ცენტრალურ დონეზე.
ღონისძიებას გარდა მეწარმეებისა, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.  გამოფენის პარალელურად, მედია ცენტრი კახეთს MCK და ორგანიზაცია entrepreneur-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმის ფარგლებში მხარეები მეწარმე ქალთა მხარდაჭერის მიზნით შემდეგ ამოცანებს განახორციელებენ: აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება; საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; დარგის პეციალისტების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვის უზრუნველყოფა მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში; მცირე და საშუალო მეწარმე ქალთა და ახალგაზრდების პრაქტიკული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა; სხვა ღონისძიებების განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მიზნების მისაღწევად.
ნახეთ ვიდეო რეპორტაჟი გამოფენის შესახებ. 
პროექტი „მეწარმე ქალთა მხარდაჭერა Covid 19 პანდემიის დროს“ ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.