შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა კახეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის – სამუშაო შეხვედრები
პროექტის მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითშეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT) ფარგლებში კახეთის რეგიონში ბაზირებული სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის ჩატარდა.
საკითხები შეეხო ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: მონაწილეობითი მექანიზმები მუნიციპალური სერვისების დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში; ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო შესყიდვების მონიტორინგი; მუნიციპალური სერვისების მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაგეგმვა და მუნიციპალური საბიუჯეტო პროგრამების შეფასება.
60 მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო ინფორმაცია მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვისა და შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ, აღიჭურვა ახალი ინფორმაციითა და უნარებით .
პროექტი მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითშეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT) ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით CTC კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის და მედია ცენტრი კახეთის (MCK) მიერ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას კახეთის რეგიონში და შექმნას საფუძველი მაღალი ხარისხის, ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგად ადმინისტრირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებისთვის.