mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

მცირე საგრანტო კონკურსი ადვოკატირების ინიციატივებისათვის

მცირე საგრანტო კონკურსი ადვოკატირების ინიციატივებისათვის

მცირე საგრანტო კონკურსი  ადვოკატირების ინიციატივებისათვის. 

პროექტის დასახელება: „კახეთის რეგიონში მცირე მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა“

 

მედია ცენტრი კახეთი MCK ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს U.S. EMBASSY DEMOCRACY COMMISSIOM SMALL GRANT PROGRAM  მიერ დაფინანსებული პროექტის „კახეთის რეგიონში მცირე მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა“   ფარგლებში აცხადებს მიკრო გრანტების კონკურსს ადგილობრივი სათემო/სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის ადვოკატირების ინიციატივების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს მიკრო მეწარმე ქალთა საკითხების ადვოკატირებას ადგილობრივ თვითმმართველობაში.

გაიცემა რამდენიმე მიკრო გრანტი ადგილობრივი სამოქალაქო / სათემო ორგანიზაციებისათვის , რომელს მიზანია მეწარმე ქალთა და ახალგაზრდების, მათ შორის შშმ პირების საჭიროებების იდენტიფიკაცია და ადგილობრივ თვითმმართველობაში ადვოკატირება.  გრანტის გაცემის მთავარი პირობა იქნება ადგილობრივ თვითთმმართველობასთან კოორდინაცია და საბიუჯეტო კალენდრის პარალურად ინიციატივების მიწოდების აუცილებლობა.

 

პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობაში (მერია, საკრებულო) შეტანილი იქნება სულ მცირე 3 ინიციატივა, რომელთა შესახებ სახეზეა რეაგირების დოკუმენტი. მიკრო გრანტები გადაეცემა სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც სულ მცირე 3 წელია მუშაობენ ადვოკატირების მიმართულებით. თითოეული გრანტისათვის გაიცემა $ 500 დან $1500 აშშ დოლარის ოდენობით ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

გრანტის გაცემა მოხდება კონკურსის საფუძველზე. საკონკურსო პირობები და მონიტორინგი განხორციელდება (MCK)-ს წინა პროექტების გამოცდილების საფუძველზე, რომელიც ეყრდნობა მიუკერძოებელი და ღია შერჩევის მექანიზმებს.

 

პროექტის მიზანია: მიკრომეწარმეობის პოტენციალის გაძლიერების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით, მოწყვლად დასახლებებში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მეწარმეობის უნარების გაძლიერების გზით.

 

პროექტი ითვალისწინებს: შემდეგ პრიორიტეტებს:

 

ა) ეკონომიკური ზრდა: სასოფლო ეკონომიკური განვითარება/მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ტურიზმი.

 

ბ) გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია: ქალების გაძლიერება მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა – მეწარმეობის ხელშემწყობი კლიმატისა და გარემოს შექმნის სტიმულირება რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზუნველყოფის გზით.

 

პროექტი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს გენდერული და სოციალური ინკლუზიის მიმართულებით ქალთა მხარდაჭერაზე. ამავე დროს, პროექტით უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი საზოგადოების ფართო სამოქალაქო ჩართულობა სამეწარმეო საკითხების ადვოკატირების გზით.

 

კონკურსის მიზანია: მეწარმე ქალთა ინიციატივების ადგილობრივ თვითთმმართველობასთან კოორდინაცია და საბიუჯეტო კალენდრის პარალურად ინიციატივების მიწოდების აუცილებლობა. პროექტის ფარგლებში წარმატებული  მეწარმეობის  სტიმულირების მიზნით გაიცემა  მიკრო გრანტები ადგილობრივი სამოქალაქო / სათემო ორგანიზაციებისათვის , რომელს მიზანია მეწარმე ქალთა და ახალგაზრდების, მათ შორის შშმ პირების საჭიროებების იდენტიფიკაცია და ადგილობრივ თვითმმართველობაში ადვოკატირება.

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება:  ადგილობრივ სათემო/სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც კახეთის რეგიონში მინიმუმ სამი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობენ და  აქვთ ადვოკატირების პროექტების გამოცდილება.

 

დაფინანსების პირობები და ფარგლები: თითოეული მიკრო საგრანტო წინადადებისთვის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 500 დან 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი).

 

წარმოსადგენი დოკუმენტები: შევსებული სააპლიკაციო ფორმა, ბიუჯეტი, ბიუჯეტის აღწერა და განხორციელების გეგმა. საჭირო დოკუმენტები შეგიძლიათ მოითხოვოთ ორგანიზაციის საკონტაქტო რესურსებზე.

 

განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი: აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულად არაუგვიანეს 2023 წლის 5 მარტისა. განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და სფეროში მომუშავე ექსპერტებით. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას საგრანტო კომისიასთან. კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შესაძლოა მათ წარმოსადგენი ქონდეთ დამატებითი დოკუმენტაცია.

 

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე mediacenterkakheti@gmail.com თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „მიკრო გრანტი 2023“.

 

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 20 ივნისი,  2023 წ. 

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს შეკითხვები შეუძლიათ გამოგზავნონ 16 ივნისის ჩათვლით შემდეგ საკონტაქტო მეილზე: mediacenterkakheti@gmail.com

 

განაცხადები შფასდება შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით

კრიტერიუმი მაქსიმალური ქულა
წარმოდგენილი ადვიკატირების აქტივობების  შესაბამისობა პროგრამის მიზანთან 10
ორგანიზაციის გამოცდილება ადვოკატირების მიმართულებით 5
ადვოკატირების გეგმა და შედეგების შესაბამისობა ბენეფიციართა საჭიროებასთან 10
პროექტში ჩართული პირების გამოცდილება და კომპეტენცია 10
პროექტის განხორციელების ორგანიზაციული რესურსი 5
ჯამი 40

 

 

დამატებითი კითხვებისათვის და განაცხადის ფორმებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე mediacenterkakheti@gmail.com