გადაცემის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი ხმა მის სატელეფონო ნომერზე დაფიქსირდა და მაყურებელთა ხმების 45.36%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. ჟიურის შეფასებით, თამარ ყველაშვილს ფინალშიც გამარჯვების დიდი შანსი აქვს და არ გამორიცხავენ, „ნიჭიერის“ წლევანდელი სეზონის გამარჯვებული სწორედ ის იყოს.
დედოფლისწყაროს სოფელ ოზაანში მცხოვრებმა თამარ ყველაშვილმა სიმღერა შვილის ავადმყოფობის გამო დაიწყო. მისი თქმით, პროექტ „ნიჭიერში“ ახლობლების რჩევით მიიღო მონაწილეობა და მსმენელის და ჟიურის მოწონება დაიმსახურა.