mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ონლაინ პროგრამა მეწარმე ქალებისათვის

ონლაინ პროგრამა მეწარმე ქალებისათვის

Covid 19 პანდემიით გამოწვეული რეალობის გათვალისწინებით პროექტი უპასუხებს მეწარმე ქალთა ახალ გამოწვევებს და დაეხმარება მათ თავიანთი საოჯახო ბიზნესის შენარჩუნებაში ამ კრიზისის პერიოდში.

„მედია ცენტრი კახეთის“ (MCK) ახალი პროგრამის ფარგლებში ბიზნეს ქოუჩინგისა და სასწავლო კომპონენტების  მეწარმეებისათვის მიწოდებული კონკრეტული საგანმანათლებლო მოდულების შემდგომ მოხდება  მეწარმეთა  უნარ ჩვევების გაძლიერება, გაყიდვების სქემის მომზადება და მხარდაჭერა.

ონლაინ ტრენინგ პროგრამა ითვალისწინებს მცირე  ბიზნესის განვითარებაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტს და  Covid 19-ის პანდემიის გათვალისწინებით კრიზისულ სიტუაციაში მცირე ბიზნესის მართვის რეკომენდაციებს. ბიზნეს ქოუჩის დახმარებით მოხდება პროდუქტების შეფუთვის გაუმჯობესება  და მარკეტინგული გეგმის მომზადება. პროგრამა მოიცავს  ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს, რომელიც განხორციელდება  2021 წლის მარტსა და აპრილში.

პროექტი ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ (MCK) მიერ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით და მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალთა და მათი ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას Covid 19 პერიოდში და პოსტ-პანდემიის დროს. პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალთა უნარები და შესაძლებლობები პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ.

მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ონლაინ ანკეტის საშუალებით 2021 წლის 15 თებერვლამდე.

https://forms.gle/wtMtNoCGS1u6fk7k7

დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება „მედია ცენტრი კახეთის“  ვებ გვერდზე www.mck.ge  და ფეისბუქ გვერდზე: www.facebook.com/მეწარმე-ქალთა-კლუბი-Entrepreneur-Womens-Club

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის წარმომადგენელს ნატალია ცისკარაშვილს: 599694615 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: ewc.mck@gmail.com