mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

პაპუნა ლობჟანიძე – ახალგაზრდა მეფუტკრე ლაგოდეხიდან

პაპუნა ლობჟანიძე – ახალგაზრდა მეფუტკრე ლაგოდეხიდან

მეფუტკრეობა საქართველოში ოდითგანვე ერთ-ერთი უძველესი და შემოსავლიანი დარგი იყო. სოფლის მეურნეობის ეს მიმართულება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია განვითარებული. მათ შორის კახეთშიც. მოგიყვებით ლაგოდეხელ ახალგაზრდა მეფუტკრე პაპუნა ლობჟანიძეზე, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს ამ მეუნეობის გამრავლება – განვითარებას. პაპუნა არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და გამოსავლის გზებზეც გვიყვება. ამ დარგის მთავარ პრობლემად ის არაინფორმირებულობას ასახელებს. მისთვის ევროპის ბაზარიც შორეული პერსპექტივაა.
პაპუნა ლობჟანიძე ლაგოდეხთან ახლოს, დაახლოებით 40 კომლიან სოფელში, რაჭისუბანში ცხოვრობს. უკვე 8 წელია, ოჯახის საკუთრებში არსებულ საფუტკრე მეურნეობას დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ამ საქმეს კარგად იცნობს, რადგან ფუტკრის მოვლის პროცესში ჯერ კიდევ ბავშობიდან იყო ჩართული, როდესაც მამას 20-30 ოჯახი ფუტკარი ჰყავდა, თუმცა მისი ცოდნა იმ პერიოდში სამოყვარულო დონეზე იყო. პაპუნა ახლა 33 წლის არის და გვეუბნება, რომ სხვადასხვა ტრენინგებისა და სწავლების შემდეგ უფრო მეტი იცის, თუმცა თვლის რომ მეფუტკრეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას დღეს სწორედ არაინფორმირებულობა წარმოადგენს.
პაპუნა ლობჟანიძე ცოტა ხნის წინ ინდ.მეწარმე გახდა, რადგან სხვანაირად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობას ვერ მიიღებდა. პაპუნამ ამ პროექტის ფარგლებში 5 ათას ლარამდე დაფინანსება მოიპოვა და თაფლის დასაწური მოწყობილობა [ციბრუტი] და თავად თაფლის შესანახი თანამედროვე ჯურჭელი შეიძინა. თუმცა დასაწური და ჭურჭელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მისი წარმოება თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული მეთოდებით მოხდეს.
თაფლი კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით რომ დაწუროს ამისთვის, ცალკე იზოლირებული შენობა უნდა ააგოს, რომელიც რეგლამეტით მოთხოვნილი სტანდარტებით უნდა მოაწყოს.
„რადგან მე თაფლის შესანახად და გამოსაწურად მოძველებული ტექნიკა მქონდა, რომელიც მალე მოთხოვნებს ვეღარ დააკმაყოფილებდა, ამიტომ პროექტი დავწერე და გავიმარჯვე. შევიძინე თაფლის შესანახი ე.წ ნერჟავეიკის ჭურჭელი და გამოსაწური ციბრუტი. ამ მხრივ უკვე ვაკმაყოფილებ თანამედროვე სტანდარტებს, თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რაც საჭიროა რომ ჰქონდეს მეფუტკრეს“.
მეფუტკრის თქმით, თაფლის თანამედროვე სტანდარტებით წარმოებას, მის დაწურვას და შემდგომ შენახვას მხოლოდ ევროკავშირი არ ითხოვს. ასეთი პირობების შექმნა უკვე ჩვენს ქვეყანაშიც სავალდებულოა, მაგრამ ეს არ არის ის ყველაფერი, რომლის შემდეგაც პროდუქტი სავაჭრო ობიექტებში, დახლებზე მოხვდება.
ამისთვის თაფლის ლაბორატორიული შემოწმება, დაფასოება და ეტიკეტირებაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც სიძვირიდან გამომდინარე მცირე ტიპის მეწარმეებს ჯერ არ აქვთ. ამიტომ მიღებულ მოსავალს მეწარმე ძირითადად ადგილზე, ანდა საქართველოს სხვა ქალაქებში პირად სანაცნობო წრეში ყიდის. თაფლის გასაღება არ უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ეს ბიზნესი მაგალითად ლაგოდეხის რაიონში უფრო მომგებიანი იქნება, თუკი მეზობელი ქყვეყანა აზერბაიჯანი ამჟამად დაწესებულ აკრძალვებს გააუქმებს.
აზერბაიჯანის საზღვარზე მოქალაქეს 3 კილოგრამ თაფლზე მეტის გატანის საშუალება არ აქვს, არადა მოთხოვნა ამ სახელმწიფოდან დიდია. მისთვის უცნობია, რას მიზანს ემსახურება აკრძალვა, თუმცა პაპუნა ფიქრობს, რომ სახელწიფო დონეზე მოლაპარაკებით შეთანხმების მიღწევა სავარაუდოდ შესაძლებელია.
– მეფუტკრეს ვკითხე, რატომ აზერბაიჯანის ბაზარი, მაშინ როცა საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა?!
აი რას ამბობს პაპუნა ლობჟანიძე:
„ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციით დღეს ევროპაში თაფლი უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან. რატომ უნდა მინდოდეს ამ ბაზარზე შესვლა არ ვიცი. ამის მიუხედავად, ვთქვათ გადავწყვიტე, რომ ეს ბაზარია ჩემთვის საინტერესოა აქ მხოლოდ სორვილზე არ არის დამოკიდებული. მთელი რიგი საკითხებია, რის გამოც ამ ბაზარზე წვდომა შეუძებლად მიმაჩნია. დავიწყოთ იქიდან, რომ ფუტკარი ტერიტორიულად ეკოლოგურად სუფთა ადგილზე უნდა იყოს განთასებული. ეკოლოგურად სუფთა გარემო ნიშნავს, რომ ფუტკარს არ უნდა ჰქონდეს შეხება ისეთ მცენარეებთან. რომელიც სხვადასხვა სახის პესტიციდებით და ქიმიური შემადგენლობებით მუშავდება.
გარდა ამისა, ფუტკარი მოშორებული უნდა იყოს, ღია ტიპის საპირფარეშოებს, რაც სოფლის პირბებში გამორიცხულია. საძვორებიც პრობლემაა. ფუტკარს საქონლის ფეკალურ მასებთა შეხება არ უნდა ჰქონდეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ფუტკარი სოკოვანი დაავადებებით დაავადდება, შემდეგ კი შესაძლოა ანტიბიოტიკის გამოყენება გახდეს გარდაუვალი. ხოლო, თუკი ანტიბიოტიკს გამოიყენებ, შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თაფლს ვეღარ მოიხმარ. გარდა ამისა, თუ ფუტკარი ასეთ პირობებშია, დიდი ალბათობით, ლაბორატორიული შემოწმების პასუხი უარყოფითი იქნება. ევროპა ასეთ თაფლს არ მიიღებს. დავუშვათ, მე ეს პირობები დავაკმაყოფილე; როდესაც პროდუქტი ევროპის ბაზრისთვის მზადდება, ის უნდა გაერთიანდეს რამდენიმე ფერმერისგან და ისე გაიგზავნოს. იქ ჩასული თაფლი შემოწმებას კიდევ თავიდან გაივლის. თუ რომელიმე მეწარმემ უნებლიედ, ანდა შეგნებულად მასში სხვა, შეუმოწმებელი თაფლი შეურია, გამოდის რომ მთელი პარტია ბაზრისთვის მიუღებელი აღმოჩნდება. გარდა ამისა, ლაბორატორიული კვლევა საკმოდ ძვირი ღირს. ჩემი ინფორმაციით, ასეთი კვლევა თავად ევროპაში ტარდება და მისი ფასი 500 ევროა, რაც ბუნებრივია ინდ.მეწარმისთვის, რომელსაც 100 ოჯახამდე ფუტკარი ჰყავს, ძირია“, – განაცხადა პაპუნა ლობჟანიძემ.
მისივე თქმით, სრულად თანამედროვე სტანდარტები რომ დააკმაყოფილოს და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყოს, მისთვის დაახლოებით 20 ათასი ლარია საჭირო. თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ მეფუტკრეთა არაინფორმირებულობა სოფლის მეურნების ამ დარგის განვთარებას ხელს უშლის.