mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

რა უშლის ხელს ლაგოდეხის ტურისტულ განვითარებას

რა უშლის ხელს ლაგოდეხის ტურისტულ განვითარებას
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს დაარსდა.  ნაკრძალის დაარსების ისტორიის შესახებ უამრავი ცნობა მოიპოვება ინტერნეტ საძიებო სისტემებში, [http://lagodekhi.org.ge/ge/wcley0fjoxerixrv]  ამიტომ მე სხვა კუთხით მოგიყვებით  ლაგოდეხზე, ნაკრძალზე, მის შესაძლებლობებზე  გამოყენებულ და ასათვისებელ რესურსებზე.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს მუდმივად ჰყავს დამთვალიერებლები. აქ შეხვდებით როგორც უცხოელ, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტებს.
სამოგზაურო მარშრუტი ლაგოდეხის ნაკრძალში ძირითადად, მაისიდან იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. ამ დროს სეზონისთვის დამახასიათებელი მზიანი ამინდები კარვებში ღამის თევისა და ცხენებით გასეირნების საშუალებასაც  იძლევა. ტურების დროს სხვა სანახაობებთან ერთად, ვიზიტორებს საშუალება აქვთ ნახონ  ისეთი გარეული ნადირი, რომელიც მხოლოდ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს.
https://www.youtube.com/watch?v=EG84GuKtMc8

ლაგოდეხის ნაკრძალი თავისი უნიკალურობითა და ხელშეუხებელი ბუნებით სამოგზაურო-სათავგადასავლო, ეკო-კულტურული ტურიზმის მოყვარული უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.
ზაფხულის ცხელ დღეებში ლაგოდეხის ნაკრძალში შესაძლოა დაგისვენიათ ან გიფიქრიათ,  ერთხელ მაინც მოგცემოდათ ეს შესაძლებლობა. ან სულაც შავი კლდეების ტბაზე ყოფილხართ, რომელიც  ბარიდან 48 კილომეტრში ალპურ ზონაში მდებარეობს და იქ  ტურები სამი დღით იგეგმება.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტებს სთავაზობს. შავი კლდეების ტბის გარდა ნაკრძალი კიდევ 4 ტურს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ესენია: როჭოს ჩანჩქერი;  ნინოსხევის ჩანჩქერი;  მაჭის ციხე და ბუნების შემეცნებითი ბილიკი.
ტურიზმის განვითარება
მაშინ როცა თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პოტენციალსა და შესაძლებლობებზე საუბრობენ და წინასაარჩევნო დაპირებებს გასცემენ, მუდამ და ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირველი რაც ლაგოდეხს განავითარებს და ეკონომიურად უფრო ძლიერს გახდის, ეს არის  ნაკრძალი და ბუნება. თავის მხრივ ნაკრძალი ტურიზმის განვითარებასთან ასოცირდება.
ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად, ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ა.შ.  ამ ინდუსტრიას კი მიეკუთვნება გასართობი ადგილები: პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები, თეატრები და ასე შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ლაგოდეხს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მუნიციპალიტეტში ტურიზმი დღემდე ვერ განვითარდა.  უფრო მეტიც,  ქალაქში ტურიზმის განვიტარების არანაირი გეგმა არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ამის შესახებ. აქამდე არ მომხდარა კონკრეტული ინიციტივის  საჯარო პრეზენტაცია. ისიც კი არ გაჟღერებულა თუ ფიქრობენ, რომ ლაგოდეხის უნიკალური შესაძლებლობები უნდა იყოს ათვისებული.
ტურიზმის განვითარებისთვის არაფერი რომ კეთდება იმიტომ ვამბობ, რომ ქალაქში ჯერ კიდევ  არ არსებობს სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო სადაც ღამის გათევისა და კვების გარდა სხვა გასართობსაც შესთავაზებენ.  არ არის მუდმივად ფუნქციონირებადი კინოთეატრი,  ასევე ღამის კლუბი და საცურაო-გამაჯასაღებელი კომპლექსი. მოუწესრიგებელია სხვა ინფრასტრუქტურაც.  ერთი რაც მრავლად არის, ეს საოჯახო სასუმროებია, თუმცა ყველა თითქმის ერთნაირი. განსხვავებულს, თუნდაც კონკურენციის გაზრდის მიზნით, არავინ არაფერს სთავაზობს.
ქალაქში შეინიშნება კვების ობიექტების ნაკლებლობაც, სადაც მაგალითად კარგ მუსიკას შემოგთავაზებენ. არც კაფე-ბარი ფუნქციონირებს, სადაც მაგალითად სამსახურის დატვირთული რეჟიმის შემდეგ მცირეხნით განტვირთვას შეძლებ.
ლაგოდეხს აქვს უნიკალური ბუნება და შესაძლებელობები, რომელმაც ქალაქი შესაძლოა ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად აქციოს  ქვეყანაში. აქ მცხოვრებ ადამიანებს ახსოვთ  ის დაპირებებიც, რომ ტურიმზმი უნდა განვითარდეს და  მუნიციპალიტეტის წინსვლა სწორედ ტურიზმე გადის.
ეს არის მხოლოდ განცხადებები, კონკრეტულად ტურიზმის განვითარების კუთხით კი, აქ  საჯარო საუბრებიც არ გამართულა. არადა ტურიზმი თუ განვითარდება, მცირედით მაინც მოგვარდება მთავარი – უმუშევრობის პრობლემა ქალაქში.
ტურიზმის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა შესაძლოა, არ არის ადვილი და მარტივად გადასაჭრელი საკითხი, თუმცა მაშინ როცა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მხოლოდ იდეის დონეზეა ლაპარაკი, არადა მუნიციპალილტეტის წინსვლა სწორედ ტურიზმის განვითარებაზეა დამოკიდებული, ელემენტარული ნაბიჯები მაინც უნდა იყოს გადადგმული.
შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ტურიზმი“  ეს არის თემა, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენება ლაგოდეხში. კამპანიისთვის, რომელიც შემდეგ კონკრეტულ პირებს თანამდებობზე მოიყვანს.