MCK ორგანიზებით დაიწყო ტრენინგების პროგრამა საარჩევნო ლაბორატორია, რომლის მიზანია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.
ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მონაწილეებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნების როლისა და მნიშვნელობის, სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესის, სრული საარჩევნო ციკლისა და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. მონაწილეებმა შეძლონ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენება.
სამიზნე აუდიტორია: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიებში.
პროექტი ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ MCK მიერ, რომელიც მხარდაჭერილია საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და
სწავლების ცენტრის მიერ.