მედია ცენტრი კახეთი MCK (Media Center Kakheti) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა“ ფარგლებში ქალთა პროფესიული გაძლიერების მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსს კახეთის რეგიონში მცხოვრები ქალებისათვის.
პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.
პროექტი ითვალისწინებს: გენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.
კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, დევნილი ქალები, ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და შშმ ბავშვების დედები, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები.
დაფინანსების პირობები და ფარგლები: თითოეული ბენეფიციარისთვის მომზადების ან გადამზადების კურსის საშუალო ღირებულებაა 200 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ბენეფიციარებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პროფესიის შეძენის სურვილი, შეუძლიათ განაცხადში მიუთითონ მენტორი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას თავადაც შეუძლია იზრუნოს პროფესიული სასწავლებლის შერჩევაზე. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება და ტრანსპორტირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარს სასწავლებლად უხდება ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში მგზავრობა. დაფინანსების მიღების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია სრულად დაესწროს სასწავლო კურსს. კურსის სავარაუდო ხანგრძლივობაა 1 თვე.
წარმოსადგენი დოკუმენტები: სრულად შევსებული განაცხადის ფორმა
განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი: განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლოა წარმოსადგენი ჰქონდეს დამატებითი დოკუმენტაცია.
განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე mediacenterkakheti@gmail.com თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „VET 2023“. ხოლო ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 აპრილის ჩათვლით. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.
დაინტერესებული განმცხადებლებისთვის 2023 წლის 5 აპრილს 11:00 საათზე, გაიმართება ონლაინ საინფორმაციო /საკონსულტაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.
https://us06web.zoom.us/j/85224782195?pwd=TVJXaFg3L0hKaGVqZGIvb2tuRkpWUT09
Meeting ID: 852 2478 2195
Passcode: 007107
განაცხადები შეფასდება შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით
კრიტერიუმი | მაქსიმალური ქულა |
მოთხოვნილი სპეციალობის საჭიროება ბენეფიციარის სამიზნე მუნიციპალიტეტის შრომის ბაზარზე | 10 |
ბენეფიციარის შრომითი გამოცდილება მოთხოვნილ სფეროში | 5 |
გადამზადების შემდგომი დასაქმების პერსპექტივა | 10 |
ბენეფიციარის მოტივაცია | 10 |
მომზადება-გადამზადებისათვის საჭირო ფინანსური, ან ტექნიკური რესურსი | 5 |
ჯამი | 40 |
მიახლოებითი თარიღები
ღონისძიება | თარიღი |
კონკურსის გამოცხადება | 25.03.2023 |
განაცხადების მიღების ბოლო ვადა | 18.04.2023 |
გამარჯვებული პროექტების გამოვლენა | 01.05.2023 |
კონტრაქტების გაფორმება | 15.05.2023 |
კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე mediacenterkakheti@gmail.com ან მითითებულ ტელეფონის ნომრებზე
593264533 მაია მამულაშვილი
599694615 ნატალია ცისკარაშვილი
599 693551 თინა სიბაშვილი