ფონდი “აფხაზინტერკონტი” და „მედია ცენტრი კახეთი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა“ ფარგლებში ქალთა გაძლიერების მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსს.
პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.
პროექტი ითვალისწინებს: გენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.
კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, დევნილი ქალებს, ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს და შშმ ბავშვების დედებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს.
დაფინანსების პირობები და ფარგლები: თითოეული ბენეფიციარისთვის მომზადების ან გადამზადების კურსის საშუალო ღირებულებაა 200 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ბენეფიციარებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პროფესიის შეძენის სურვილი, შეუძლიათ განაცხადში მიუთითონ მენტორი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციას თავადაც შეუძლია იზრუნოს პროფესიული სასწავლებლის შერჩევაზე. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ სწავლება და ტრანსპორტირება. კურსის სავარაუდო ხანგრძლივობაა 1 დან 3 თვემდე.
წარმოსადგენი დოკუმენტები: სრულად შევსებული განაცხადის ფორმა და საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. გამონაკლისის სახით, სტატუსის არ არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ გაიარონ გასაუბრება ფსიქოლოგთან.
განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი: განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და მოწვეული ექსპერტებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლოა წარმოსადგენი ჰქონდეს დამატებითი დოკუმენტაცია.
განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე:
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი), იმერეთის რეგიონი (საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ტყიბული): aicinfo2022@gmail.com თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს “„VET 2023“”.
კახეთის რეგიონი (თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, გურჯაანი, სიღნაღი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი): mediacenterkakheti@gmail.com, თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს “„VET 2023“”.
ხოლო ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
კახეთის რეგიონში:
იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში:
ირმა ჩიკვილაძე: 591 994 898;
მარინე სვანიძე: 599 196 751;
„ვირტუოზული წრეების ასოციაცია“ ტელ:557742201.
საკონტაქტო პირი რუსუდან გურგენიძე, ტელ: 599 85 26 00.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.
განაცხადები შეფასდება შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით
კრიტერიუმი | მაქსიმალური ქულა |
მოთხოვნილი სპეციალობის საჭიროება ბენეფიციარის სამიზნე მუნიციპალიტეტის შრომის ბაზარზე | 10 |
ბენეფიციარის შრომითი გამოცდილება მოთხოვნილ სფეროში | 5 |
გადამზადების შემდგომი დასაქმების პერსპექტივა | 10 |
ბენეფიციარის მოტივაცია | 10 |
მომზადება-გადამზადებისათვის საჭირო ფინანსური, ან ტექნიკური რესურსი | 5 |
ჯამი | 40 |
მიახლოებითი თარიღები
ღონისძიება | თარიღი |
კონკურსის გამოცხადება | 28.11.2023 |
განაცხადების მიღების ბოლო ვადა | 17.12.2023 |
გამარჯვებული პროექტების გამოვლენა | 15.01.2024 |
კონტრაქტების გაფორმება | 01.02.2024 |
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულმა პირებმა კითხვებისათვის შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
არჩილ ელბაქიძე: 599 17 08 05,
ალეკო ტურძილაძე: 558 53 73 22,
ბესარიონ მურუსიძე: 599 17 61 72.
მაია მამულაშვილი: 593 26 45 33,
ნატალია ცისკარაშვილი: 599 69 46 15,
თინა სიბაშვილი: 599 69 35 51.