mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

საზოგადოების შეხედულებები ევროკავშირის შესახებ – მითები და რეალობა

საზოგადოების შეხედულებები ევროკავშირის შესახებ – მითები და რეალობა

ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვა­როვანი მოსაზრებებია გავრცელებუ­ლი. გარკვეული ნაწილისთვის ევროინ­ტეგრაცია და ევროპა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ დასავლეთთან ქვეყნის ინტეგრაცია არცთუ სახარბიე­ლო შედეგების მომტანი იქნება.
ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის, შეთანხმება აი­ძულებს საქართველოს დააკანონოს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინება, შეთანხმება კიდევ უფრო გაართუ­ლებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას, ის ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებე­ლი ეკლესიის ავტორიტეტს, ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას, საქართველო-რუსეთის ურთიერთო­ბა ვაჭრობის სფეროში გაუარესდება მას შემდეგ, რაც საქართველოს­თვის მისაწვდომი გახდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფა­ლი სავაჭრო სივრცე, რეფორმე­ბის შედეგად ქართველი ფერმერე­ბი დაზარალდებიან, ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება გა­მოიწვიოს საქართველოშიმცხოვრები ეროვნული უმცირესობების – მათ შორის სომხური და აზერბაიჯანუ­ლიწარმომავლობის უმცირესობე­ბის – იზოლირება და მიგვიყვანოს სეპარატიზმისკენმიმართულ მცდე­ლობებთან – ეს საქართველოში იმ გავრცელებული მითების მცირე ჩამო­ნათვალია. ექსპერტები ამბობენ, რომ მოსახლეობაში აღნიშნული საკითხე­ბის შესახებ არასწორი ინფორმაციაა გავრეცელებული და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
პანკისის ხეობაში მცხოვრები სტუ­დენტი ქეთევან ფოტოვა ინფორმი­რებულია ევროკავშირის მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების შესახებ. ფოტოვა მიიჩნევს, რომ ევროატლან­ტიკურ სტრუქტურაში საქართვე­ლოს გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყანა ყველა მიმართულებით სარ­გებელს ნახავს. სტუდენტი არასერიო­ზულად მიიჩნევს იმ მოსაზრებას, რომ გლობალურ პოლიტიკურ და ეკონო­მიკურ ორგანიზაციაში გაერთიანების შემთხვევაში სახელმწიფოში დაკა­ნონდება ერთსქესიანთა ქორწინება. ის ჰომოსექსუალიზმის დაკანონე­ბის ფუჭი მსჯელობის ნაცვლად მო­სახლეობას ურჩევს დაიწყონ ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ დაიმკ­ვიდროს ქართულმა პროდუქციამ თავისი ადგილი ევროპულ ბაზარზე.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელ­შეკრულებას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა ქართველ მოქალაქეე ბში. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ როდესაც საინფორმაციო სივრცე სავსეა მფრინავი მითებით, რთულია ჯანსაღი აზრის და მსჯელობის წარ­მართვა. პირველ რიგში რაც გვჭირდე­ბა, ეს არის სწორი აქცენტები, სწორი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რასთან გვაქვს საქმე, რას მოვაწერეთ ხელი და სად გვინდა რომ ვიყოთ. ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული მითები შეეხება ქართული იდენტობის თემას, რომლის გავრცელებასაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები პოლიტიკური ქულების დასაწერად უწყობენ ხელს. უმჯობესია დავინახოთ ის ძალიან ბევრი დადებითი შედეგი, რომელიც ამ ხელშეკრულების შემდეგ უნდა დადგეს, ნაკლებად ავყვეთ მითების თემას და ქვეყნის კეთილდღეობა გავიხადოთ პრიორიტეტად. უმნიშვნე­ლოვანესი სავაჭრო ბაზარი იხსენება საქართველოსთვის და ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. იმაზე ფუჭ მსჯელობას, რომ ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანო­ნებას მოგვთხოვს, ჯობია ვიფიქროთ, როგორ შევფუთოთ ჩვენი პროდუქტი დიდ ევროპულ ბაზარზე გასაყიდად“, – აცხადებს ქეთევან ფოტოვა.
თელაველი ნინო ესიტაშვილი შიშობს, რომ ევროკავშირის სრუ­ლუფლებიანი წევრობის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაცია ირიბი მეთოდებით ეცდება, ქართულ კულ­ტურას და ეროვნულ ტრადიციებს საფრთხე შეუქმნას.
„ჩემი შეხედუ­ლებით, ევროკავშირი, როგორც ყველა გაერთიანება, შექმნილია ხელოვნურად და როგორც საერთაშორისო ორგანი­ზაცია, კითხვებს ბადებს. დემოკრატიის კუთხით იქ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე პოსტსაბჭო­თა ქვეყნებში, თუმცა ჩვენს ქვეყა­ნაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო რომ პოლიტიკური მიზნები­დან და საჭიროებიდან გამომდინარე მათთანაც არის ორმაგი სტანდარტი. საბერძნეთის მაგალითმა გვიჩვენა რომ ევროკავშირი ეკონომიკური კე­თილდღეობისათვის არ არის პანაცეა, თუ ქვეყანაში არასწორი მენეჯმენტია. საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება არ იქნება მომგებიანი. უკრაინა სწორედ რომ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას შეეწირა, რუსეთმა ამ მომენტით ისარგებლა და ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაშიც იგივე მოხდება და ეს საქართველოსთვის სერიოზული რის­კია“, – აღნიშნავს ნინო ესიტაშვილი.
ნატოსა და ევრკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვა­ნელის მოადგილე თამარ მედულაშვი­ლი ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებელ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესახებ გა­ვრცელებულ მცდარ ინფორმაციას უკავშირებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალისაგან მიზანმიმართულ ანტიდასავლურ კამპანიას. მედულაშვილი აცხადებს, რომ ორ­განიზაცია ქვეყნის მასშტაბით აქტიუ­რად მუშაობს და პერმანენტულად მართავს სხვადასხვა სახის საინფორ­მაციო შეხვედრას. ღონისძიებების მი­ზანს ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მიმდინარე შესაძლებლობების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხ­მების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ მო­სახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
,,შეხვედრები რეგიონებში და დე­დაქალაქში მნიშვნელოვანია, რადგან ემსახურება იმ არასწორი მითების გაქარწყლებას, რაც ევროკავშირის და კერძოდ, ევროპული ღირებულებების შესახებ ხშირად ვრცელდება. მოხარუ­ლი ვარ, რომ მოსახლეობის უმეტესობა პოზიტიურად არის განწყობილი ამ პროცესისადმი და არსებობს მზაობა იმისათვის, რათა ჩაერთონ ევროპული საქართველოს მშენებლობის პრო­ცესში“, – აცახდებს გაზეთ ,,კახეთის ხმასთან“ თამარ მედულაშვილი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართ­ვისინსტიტუტის(EWMI) წარმო­მადგენელი, ნოდარ ტანგიაშვილი კი საუბრობს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მითზე, რომლის მიხედვითაც, ევროპული ბაზარი და ევროინტეგრაცია საქართველოს სო­ფლის მეურნეობას ზიანს მოუტანს. ტანგიაშვილი ქვეყნის ამ პრიორიტე­ტული დარგის სერიოზულ პოტენ­ციალზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა მისი მოდერნიზება, უფრო ეფექტიანად წარმოება, რომელსაც ესაჭიროება ინვესტიციები და ამ სფე­როში ჩართული ადამიანების მეტი პროფესიონალიზმი და თანამედროვე უნარები. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) წარ­მომადგენელი განმარტავს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ამ მიზნების მიღწევას. მისივე განცხადე­ბით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირის მოთხოვნებს შეას­რულებს, ფერმერს შესაძლებლობა ექნება, პროდუქცია 500 მილიონიან ბაზარზე გაიტანოს. ,,სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს განვითარების დიდი შესაძლებლობა. ეს არის 500 მილიონიანი ბაზარი, სადაც უნდა შევიდეს ქართული, ეკო­ლოგიურად სუფთა პროდუქცია. ამით კახელ ფერმერს მიეცემა საშუალება, გაიტანოს ღვინო და სუფრის ყურძენი ამ მოცულობის ბაზარზე, დაუკავშირ­დეს იქ არსებულ სადისტრიბუციო კომპანიებს, ნახოს რაზეა მოთხოვნა და აწარმოოს პროდუქცია. ევროკავშირ­თან შეთანხმება საქართველოს აძლევს 9 600 დასახელების პროდუქცია გაიტანოს ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს ქართველი მეწარმე. გარდა ამისა, ხორციელდება ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD), რომელიც ეხმარება ქართულ კოოპერატივებს, რომ თავიაანთი საწარმოო სიმძლა­ვრეები გააძლიერონ. ამიტომ მითი იმის შესახებ, რომ ევროკავშირი სოფლის მეურნეობის განადგურებას ისახავს მიზნად, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად ევროინტეგრაციის პრო­ცესი იძლევა ბევრ შესაძლებლობას, რომელიც შეეხება ასოცირების შე­თანხმებას, უვიზო მიმოსვლას, და სხვა დადებითი სიახლეების დანერგვას,’’-განაცხადა ნოდარ ტანგიაშვილმა.
ანალიტიკოსები განმარტავენ, მო­სახლეობის არასწორი ინფორმირება ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ მცდარ შეხედულებას იწვევს. ინტერნეტ გამოცემა eugeorgia.in­fo-ს მკვლევარის, ზურაბ მოდებაძეს განცხადებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავრცელებული მითების გარდა, მცდარი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ ევრო­პის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის შემდეგს საქართველოსთვის სხვა ქვეყნების ბაზრები დაიხურე­ბა. მოდებაძე განმარტავს, რომ სა­ქართველოს შეუძლია საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით აწარმოოს სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, აზერბაიჯანთან, ამერიკის შეერთე­ბულ შტატებთან ან სხვა ახლანდელ თუ მომავალ პარტნიორთან თავი­სუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხ­მების ფარგლებში. ანალიტიკოსს თავისუფალი ვაჭრობის სივრცის მაგალითად მოჰყავს თურქეთი და ამბობს, რომ ევროკავშირი ასეთ ქვეყნებთან ვაჭრობის გაფართოებას ხელს უწყობს, ვინაიდან კომპანიებს ექმნებათ შესაძლებლობა ნაკლებ ფასად მოახდინოს საწარმოო პროცე­სებისა და იმპორტის კომპონენტების გაერთიანება.
,,ევროკავშირის შესახებ ბევრი მითია გავრცელებული. ერთ-ერთია სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ბა­ზარზე ქართული პროდუქციის გატა­ნისას ჩაიკეტება სხვა ქვეყნის ბაზრები, რომელზეც წვდომა ჰქონდა სხვადასხვა დროს და აქვს ქართველ მეწარმეს. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება იმიტომ, რომ ასოცირების შეთანხმება და ის დიდი ეკონომიკური ნაწილი, ზუსტად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განვითარდეს ქართველი ფერმერის სამეწარმეო შესაძლებლობები და მან მოახერხოს არამარტო ევროკა­ვშირის ბაზარზე შესვლა, არამედ ყველა ბაზარზე, რომელიც ქართული პროდუქციისთვის გამოიძებნება. ეს შეიძლება იყოს როგორც რუსეთის, ასევე ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნების ბაზრები,’’ – განაცხადა ზურაბ მოდებაძემ.
ანალიტიკოსები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შე­მთხვევაში ელიან, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების, სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებელი სასამართლოს, საკუთრების უფლე­ბის პრინციპები იქნება დაცული და უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით წარმოებული ღონისძიებები კიდევ უფრო გაფართოვდება.