mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სათემო მობილიზაცია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის

სათემო მობილიზაცია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის
კახეთის რეგიონული ჰაბი აქტიურად მუშაობს ახალგზრდების სათემო მობილიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.
29 ივნისს კახეთის რეგიონული ჰაბის მიერ ჩატარდა ტრენინგები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელსა და ზინობიანში. თემში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და შერეული ოჯახების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: სამოქალაქო აქტივიზმი და სამოქალაქო ჩართულობა. ინიციატივების მობილიზება და წარდგენა თვითმმართველობაში.
ტრენინგზე მოწვეულმა ექსპერტებმა: ანა პაჭიკაშვილმა და შორენა ყარალაშვილმა დამსწრე ახალგაზრდებს გაუზიარეს ცოდნა და ინფორმაცია სამოქალაქო აქტივიზმისა და მოქალაქის როლის თაობაზე საზოგადოებაში.
რატომ არის საჭირო იყო აქტიური მოქალაქეობა და რა ცვლილებების განხორცელება შეუძლია ახალგაზრდას თემისთვის, სოფლისთვის. ამასთან, იმუშავეს, თუ როგორ უნდა მოხდეს სათემო ინიციატივების მობილიზება და წარდგენა თვითმმართველობაში.
კახეთის რეგიონული ჰაბის საქმიანობას უზრუნველყოფს ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთი (MCK) ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.