საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს ორი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მიღებული სტრატეგია სოფლის განვითარების ახლ მოდელს ჩაუყრის საფუძველს.
სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ამ სფეროში.
საქართველოს მთავრობამ მიიღო სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას 2017-2020 წლებისთვის ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.
სოფლის განვითარების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის მიღებით დაასრულდა სტრატეგიის შემუშავების ერთწლიანი პროცესი, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს ორი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
როგორც kwes.ge-ს გაეროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხურის ხელმძღვანელმა სოფო ჭიჭინაძემ განუცხადა,
სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ამ სფეროში. მისი მიზანია ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებებს.
ENPARD-ის ექსპერტული ცოდნის გაზიარებით, სტრატეგიის შემუშავება იყო კომპლექსური და თანამონაწილეობითი პროცესი, რომელშიც ჩართულები იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო მხარეები, მათ შორის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, სამინისტროები, სახელმწიფო დაწესებულებები და საერთაშორისო ექსპერტები. სტრატეგიის პროექტის განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოება. ამ მიზნით გაიმართა რამდენიმე შეხვედრა თბილისსა და ქუთაისში.
სტრატეგიის მიღებას მოჰყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დაფუძნება, რომელსაც სათავეში ჩაუდგება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საბჭო კოორდინირებას გაუწევს როგორც სტრატაეგიის განხორციელებას, ასევე კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის პირველი ფაზა ორიენტირებული იყო სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მეორე ფაზის ფოკუსი სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების მიცემაა.
ფოტოს ავტორი: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP