mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სირიაში 20 წლის პანკისელი ახალგაზრდა მოკლეს

სირიაში 20 წლის პანკისელი ახალგაზრდა მოკლეს
სირიაში კიდევ ერთი 20 წლის პანკისელი ახალგაზრდა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის “ისლამურ სახელმწიფოში” ერთ-ერთ შეტაკებას ემსხვერპლა.

რამზან ბაღაკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრია. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ხეობაში მცხოვრები ადგილობრივებიც ადასტურებენ. რამზან ბაღაკაშვილი სირიაში გასულ წელს თანასოფლელთან, მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად ოჯახისგან ფარულად წავიდა.
ორივე ახალგაზრდა სოფელ ომალოს სკოლის მოსწავლე იყო. მათ სირიაში წასვლა თურქეთის გავლით შეძლეს. სკოლის მოსწავლეების გადაბირებაში მართლმსაჯულებამ პანკისის ხეობის იმამი, აიუფ ბორჩაშვილი დაადანაშაულა.  ბორჩაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 23 პანკისელი დაიღუპა.