mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სოფელ ახაშენში ავტოავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოფელ ახაშენში ავტოავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 80 წლის ქალი გარდაიცვალა. 

როგორც Knews.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ავარია სოფელ ახაშნის ცენტრალურ გზაზე მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, გაჩერებაზე მდგომ მოხუცს მიკროავტობუსი დაეჯახა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს–ს საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით რაც საგზაო წესების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.