mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სოფელ ბაკურციხეში შრომის სახლი გაიხსნება

სოფელ ბაკურციხეში შრომის სახლი გაიხსნება
გურჯაანის მინუციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახელობის მრავალპროფილიანი სასწავლებლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. სამუშაოებზე 2 მილიონი ლარი იხარჯება.
,,სასწავლებელში ადგილობრივი ახალგაზრდები შეისწავლიან სხვადასხვა პროფესიას, კერძოდ, მედურგლეობას, მეღვინეობას, მეთუნუქეობას, თექას, გობელინზე მუშაობას და სხვა. აქვე გაიხსნება სამრევლო სკოლაც. სასწავლებელი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზით, საშხაპეებით, ბიბლოთეკითა და სხვადასხვა პროფესიული დარგის დანადგარებით. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პროექტია მთელი ქალაქისთვის”, – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.