mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ოჯახი ესპანეთიდან ახალგაზრდის გადმოსვენებას ითხოვს

სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ოჯახი ესპანეთიდან ახალგაზრდის გადმოსვენებას ითხოვს
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მკვიდრი ბექა ბექურიძეა.

როგორც თამარ ჩხაიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
,,უეცარი ტრაგედია დაგვატყდა თავს, გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ვაჟკაცი. თხოვნით მოგმართავთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ოჯახს ესპანეთიდან ცხედარის გადასვენებაში”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩხაიძე.
იგი, აქვე აქვეყნებს ანგარიშის ნომერს, სადაც თანხის დარიცხვაა შესაძლებელი.
BBVA ES 68 0182 012073 020161 8238
LAMARA BACHILAVA
ანგარიშის ნომერი ეკუთვნის ოჯახის ნათესავს.
TEL: 722 36 03 02