mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა

სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი 400 კვ.მ-მდე ფართზე გაჩნდა. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი.
ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
,,ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის ადილზე მობილიზებული იყო სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და საგარეჯოს სახანძრო ეკიპაჟები”, – განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა.
სოფლის მაცხოვრებელთა ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის დარბაზს გაუჩნდა, შემდეგ ჭერში გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი, სავარაუდოდ, ბავშვების დაუდევრობით გაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ერთ სივრცეში მდებარეობს იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა. ასევე, სოფლის ბიბლიოთეკა, სათემო ცენტრი „ნუკრიანი“ და ბანკის ფილიალი.
სათემო ცენტრი „ნუკრიანის“ ინიციატივით, შენობის რეაბილიტაცია და ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა იგეგმებოდა.