mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ტენდერი პროვაიდერის შესარჩევად

ტენდერი  პროვაიდერის შესარჩევად

მედია ცენტრი კახეთი MCK (Media Center Kakheti)  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა“ ფარგლებში ქალთა პროფესიული გაძლიერების მიზნით პროვაიდერების შესარჩევად აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კახეთის რეგიონში მოქმედი ბიზნეს კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის.  

პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.

პროექტი ითვალისწინებსგენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.

კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც  მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება: პროფესიული განათლების ცენტრები, ბიზნეს კომპანიები, ფიზიკური და ან/ინდივიდუალური პირები.

გადამზადების მსურველმა პროვაიდერმა უნდა წარმოადგინოს ინტერესთა გამოხატვის წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოს:

  1. პროფესიულიგადამზადების სპეციალობა, რაშიც გსურთ მოამზადოთ ბენეფიციარი;
  2. კურსისღირებულება ერთი მსმენელის/ სტუდენტის შემთხვევაში
  3. კურსისხანგრძლივობა (არაუმეტეს 2 თვისა)

განაცხადების მიღებისა ვადებიინტერესის გამოხატვის განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 22 აპრილიდან 2024 წლის 25მაისის ჩათვლით.

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე mediacenterkakheti@gmail.com თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „VET 2024“. ხოლო ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: