mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ტენდერი – ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგია საინფორმაციო კამპანიისთვის

ტენდერი – ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგია საინფორმაციო კამპანიისთვის

სამოქალაქო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთი MCK ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა“ ფარგლებში აცხადებს სერვის კონტრაქტორის შერჩევას ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგია საინფორმაციო კამპანიისთვის.

ტექნიკური დავალება

1.შესავალი ინფორმაცია:

პროქტის მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.

პროექტის ამოცანას  წარმოადგენს გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების ანგარიშვალდებულებების გაზრდა, საჯარო ზედამხედველობისა და მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბებით და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერების გზით;

შემუშავდება ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგია საინფორმაციო კამპანიისთვის და გაიწერება რეკომენდაციები, ყოვლისმომცველი ნარატივით, თემებით, ფორმულირებით, სიმბოლური წარმოდგენებით, ვიზუალური კონცეფციით და ფსიქო-სოციალური მიდგომების გათვალისწინებით. ამ სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული იქნება სხვადასხვა მულტიმედია მასალა, რომელიც გამიზნული იქნება სოციალურად დაუცველ ქალებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე.

აღნიშნული საკითხის გარშემო სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილია კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება როგორც სოციალური მედიის, ასევე ადგილობრივი მედიისათვის.

პროგრამის შემუშავება და იმპლემენტაცია,  მოიცავს შემდეგ საკვანძო საკითხებს:

  • გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა

ადგილობრივ თემებში, არასწორი გენდერულ ნორმების, სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შეცვლაში წვლილის შეტანა და ცნობიერების ამაღლება გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის;

გენდერული ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.

კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა უნდა მოიცავდეს:

  1. შესავალი
  2. არსებული მდგომარეობა
  3. მისია და ხედვა
  4. დოკუმენტის მიზანი
  5. ძირითადი საკომუნიკაციო ამოცანები
  6. სამიზნე აუდიტორია
  7. საკომუნიკაციო არხები
  8. მედია გეგმა
  9. რეკომენდაციები

 

2. დავალების მიზანი

დავალების ფარგლებში, კონტრაქტორმა  უნდა შეიმუშავოს გეგმა, დაგეგმოს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, დაამუშავოს GBV/DV-ზე – საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე არსებული სტერეოტიპები,  ჩაატაროს  სამუშაო შეხვედრები სამიზნე ჯგუფებთან, ადგილობრივი მედიის, და სოციალური მედიის აზრის მობილიზაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

 

შედეგი: შემუშავებულია ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგია საინფორმაციო კამპანიისთვის და გაიწერება რეკომენდაციები, ყოვლისმომცველი ნარატივით, თემებით, ფორმულირებით, სიმბოლური წარმოდგენებით, ვიზუალური კონცეფციით და ფსიქო-სოციალური მიდგომების გათვალისწინებით. ამ სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული იქნება სხვადასხვა მულტიმედია მასალა, რომელიც გამიზნული იქნება სოციალურად დაუცველ ქალებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე.

პროგრამა უნდა მოიცავდეს: 1) სტრატეგიის დოკუმენტს 2) PPP პრეზენტაციას 3) რეკომენდაციებს. 4) საკომუნიკაციო არხებს 5) გაწერილ მედია გეგმას

გთხოვთ, ტენდერში მონაწილეობისათვის არაუგვიანეს 9 აგვისტომდე წარმოადგინოთ CV საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით,  მოტივაციის წერილი და წარსულში მომზადებული ნაშრომები (არსებობის შემთხვევაში) .

დავალების პროდუქტები და ვადები:

აქტივობა                                                                                                 ვადა: 05.09.2022

პირველადი დოკუმენტის წარმოდგენა საკომუნიკაციო სტრატეგიის  შემუშავება ყველა საჭირო მასალით

 

სამუშაო შეხვედრების ჩატარება:                                                     აგვისტო/სექტემბერი  2022 წელი

 

დავალების შერულების ანგარიშის წარდგენა (უნდა მოიცავდეს ასევე რეკომენდაციებს და სამუშაო გეგმას) –                                                                                                  25.09.2022

 

 

გთხოვთ, ტექნიკური დოკუმენტაცია 10 აგვისტომდე წარმოადგინოთ ორგანიზაციის ოფიციალურ ელ ფოსტაზე: mediacenterkakheti@gmail.com ან დაგვიკავშირდით მისამართზე: ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის 160.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

გეოგრაფიული დაფარვა: რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთის მაღალმთიანი დასახლებები, კახეთი

პროექტის დონორი: ევროკავშირი წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ

პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2022 – დეკემბერი 2024