„მედია ცენტრი კახეთი“ MCK ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა“ ფარგლებში აცხადებს ტრენერის შერჩევას.
ტრენერის ტექნიკური დავალება
1.შესავალი ინფორმაცია:
პროქტის მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.
პროექტის ამოცანას წარმოადგენს გენდერული და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების ხელშეწყობა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების ანგარიშვალდებულებების გაზრდა, საჯარო ზედამხედველობისა და მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბებით და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერების გზით;
აღნიშნული საკითხის გარშემო ადგილობრივი მედიის წარმომადგენელი ტრენინგის მონაწილეებისათვის მოხდება სასწავლო პროგრამის შემუშავება და იმპლემენტაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ საკვანძო საკითხებს:
ადგილობრივ თემებში, არასწორი გენდერულ ნორმების, სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შეცვლაში წვლილის შეტანა და ცნობიერების ამაღლება გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის;
გენდერული ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.
სატრენგო პროცესი უნდა მოიცავდეს:
დავალების ფარგლებში, ტრენერმა (შემსრულებელი) უნდა შეიმუშავოს და ჩაატაროს ორდღიანი (10 საათი) სასწავლო პროგრამა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისათვის.
ტრენინგის შედეგი: ჟურნალისტებმა იციან ფაქტობრივი ინფორმაცია ძალადობის ძირითადი ფორმებისა და ტერმინების შესახებ, ფლობენ ცოდნას ფაქტობრივი და სამართლებრივი საკვანძო საკითხების გარშემო. იციან პასუხისმგებელი საჯარო უწყებების კომპეტენციები საკითხთან მიმართებაში და აანალიზებენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, ესმით საკითხის სესიტიურობის ხარისხი და საკითხს აკავშირებენ ადამიანის ძირითადი უფლებების კონტექსტში. შეიმუშავებენ გაშუქების ფორმირების წესს და როლს დემოკრატიული ცვლილებებისათვის და ფლობენ ფაქტობრივ ცოდნას გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხების ირგვლივ.
პროგრამა უნდა მოიცავდეს: 1) სილაბუსს 2) PPP პრეზენტაციას 3) სავარჯიშოებს (case-books) 5) მონაწილეთა ცოდნის შეფასების პრე და პოსტ ტესტებს (10-დან 15 კითხვამდე. ტესტები უნდა მოიცავდეს სილაბუსში შემავალ ყველა საკითხს).
ტრენინგის ჩატარება გულისხმობს დამკვეთის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე ორდღიანი ტრენინგის ჩატარებას საკლასო და ჰიბრიდულ ფორმატში. ამასთან, დამკვეთის გადაწყვეტილებით, საკლასო ფორმატი შესაძლებელია შეიცვალოს ონლაინ ფორმატით, რაც ტრენერს ეცნობება ტრენინგის ჩატარებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში, ტრენერი ვალდებულია მოახდინოს პროგრამის ადაპტაცია ონლაინ ფორმატისთვის (სილაბუსი, პრეზენტაცია, სავარჯიშოები) დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
ტრენინგ პროგრამა მოიცავს შემდეგ საკვანძო საკითხებს:
მოდულის შინაარსი (დეტალური)
საკითხავი მასალის შემუშავებისას გამოყენებული უნდა იყოს სასწავლო საკითხის გარშემო არსებული სახელმძღვანელოები, კვლევები და პრაქტიკული შემთხვევების ანალიზი წყაროების მითითებით.
ტრენინგის ჩატარების პროცესი მოიცავს: ტრენერის პრეზენტაციას, პრაქტიკულ,
ჯგუფურ სამუშაოებსა და აქტიურ ინტერაქციას. საქართველოში განხორციელებული პრაქტიკული მაგალითების მიმოხილვას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას;
ტრენინგის მონაწილეთა ცოდნის შეფასება განხორციელდება პრე და პოსტ ტესტების მეშვეობით.
ტრენინგი მონაწილეებში განავითარებს შემდეგ კომპეტენციებს:
ცოდნა
უნარები
აქტივობა | ვადა |
პირველადი ტრენინგ პროგრამის შემუშავება ყველა საჭირო მასალით | 22.05.2020 |
ტრენინგის ჩატარება | 30-31 მაისი;
|
დავალების შერულების ანგარიშის წარდგენა (უნდა მოიცავდეს ასევე ტესტირების შედეგებს) | ტრენინგის დასრულებიდან 7 სამუშო დღის ვადაში |
გთხოვთ, ტექნიკური დოკუმენტაცია წარმოადგინოთ ორგანიზაციის ოფიციალურ ელ ფოსტაზე: mediacenterkakheti@gmail.com ან დაგვიკავშირდით მისამართზე: ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის 160.
პროექტის შესახებ:
გეოგრაფიული დაფარვა: რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთის მაღალმთიანი დასახლებები, კახეთი
პროექტის დონორი: ევროკავშირი წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ
პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2022 – დეკემბერი 2024