mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ქალაქ თელავის 2017 წლის ბიუჯეტიდან ხელფასებსა და პრემიებზე 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯება

ქალაქ თელავის 2017 წლის ბიუჯეტიდან ხელფასებსა და პრემიებზე 1 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯება

ქალაქ თელავის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში უწყების თანამდებობრივ სარგოებსა და პრემიებზე 1 მილიონ 400 ათასი ლარია გათვალისწინებული.
როგორც ქალაქ თელავის მერი, პლატონ კალმახელიძე აცხადებს მომავალი წლის სახელფასო ბიუჯეტი მაღალი არ იქნება.
,,სახელფასო ფონდი არ იქნება საერთო ბიუჯეტის 13%–ზე მაღალი. რაც შეეხება პრემიებს, ის იქნება გაწერილი და გაცემული ისე, რამდენიც ჭირდება კვალიფიციური კადრის მოტივირებულ მუშაობას.საკრებულოს უკვე გადავუგზავნეთ მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმა და ველოდებით მათგან გარკვეული სახის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ”,– განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.