mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ქართული ჩურჩხელა ექსპორტზე ირანში გავიდა

ქართული ჩურჩხელა ექსპორტზე ირანში გავიდა

ქართული ჩურჩხელა ექსპორტზე ირანში გავიდა. პირველი საცდელი პარტია, სხვადასხვა სახეობის 1 000 ცალი ჩურჩხელა ისპაჰანში ქართული პროდუქტების კომპანია “გრემმა” გაიტანა.
კომპანიის დამფუძნებლის გიორგი მაჩაბლის განცხადებით, ჩურჩხელა ფერეიდნელმა მეწარმემ თავისი ახლადგახსნილი ქართული რესტორნისთვის შეიძინა.
„ჩემი აზრით, ირანში ექსპორტი მომავალში უფრო გაიზრდება, რადგან პროდუქტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის სპეციალური ხის ყუთები შევუკვეთეთ, რათა ჩურჩხელა გზაში არ გატყდეს. ასევე მომზადებისა და გაშრობის პროცედურებს ვიცავთ და პროდუქტს არ ვღებავთ”, – განაცხადა გიორგი მაჩაბელმა.
ქართული ნატურალური პროდუქტების კომპანია ”გრემმა” 2 თვის წინ დაიწყო ფუნქციონირება. კომპანია მურაბებს, ჯონჯოლს, აჯიკას, სვანურ მარილს, თაფლსა და 15-მდე სახის სხვა პროდუქტს აწარმოებს.