mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ყვარელში ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრებმა ორგანიზაცია დატოვეს

ყვარელში ,,რესპუბლიკური პარტიის" წევრებმა ორგანიზაცია დატოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში ,,რესპუბლიკურმა პარტიის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წევრებმა პოლიტიკური ორგანიზაცია დატოვეს.
პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარისა და წევრების განცხადებით, ისინი ორგანიზაციის მიერ არჩეულ კურსს არ იზიარებენ.
,,დავტოვე პარტია იმის გამო, რომ ოპოზიციაში ყოფნა არმინდა. ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში კოალიციური რეჟიმით და ვტოვებ პარტიას. ვრჩებით უმრავლესობის მხარდამჭერად”, – განაცხადა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ რამან პაკაცოშვილმა.
მისივე განცხადებით, საკრებულოში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში რესპუბლიკური პარტია დაიშალა ცოტა ხნის დაიშალა. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზვიად ყვირალაშვილთან ერთად ორგანიზაცია დატოვა პარტიის 50–მდე წევრმაც. ზვიად ყვირალაშვილის განცხადებით, მან გადაწყვეტილება პარტიის ლიდერთან დავით უსუფაშვილთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.