გერლიანი მეღვინეობის დარგით ბავშვობიდან არის დაინტერესებული.
,,ბავშობიდან მიყვარდა და დაინტერესებული ვიყავი ღვინით, ვენახით, ზოგადად ამ დარგით. თავიდანვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ღვინო უნდა ყოფილიყო ბიო, ნატურალური და სხვა მეთოდზეც არც მიფიქრია. დღეს საკმაოდ მძიმე ვითარებაა ქიმიური პრეპარატების უკონტროლო მოხმარების თვალსაზრისით. ბიო და ნატურალური კი გაძლევს საშუალებას, რომ თავადაც თამამად მოიხმარო პროდუქტი და მომხმარებლებსაც გულწრფელად ურჩიო ჯანსაღი პროდუქციის შეძენა. რაც შეეხება ღვინის სახელს, მოფიქრებული მაქვს და ძალიან საინტერესო ისტორიას უკავშირდება”, – განუცხადა knews.ge-ს თამარ გერლიანმა.
ის ღვინის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე, ევროკავშირის ბაზარზეც გეგმავს. თამარ გერლიანი მიიჩნევს, რომ ნატურალ ღვინოს დიდი პერსპექტივა აქვს.