mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

შეაგროვე ჩუჩხელა უკრაინელი ხალხისთვის

შეაგროვე ჩუჩხელა უკრაინელი ხალხისთვის
კახეთის სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით უკრაინელი მოქალაქეებისათვის დასახმარებლად ჩურჩხელები გაიგზავნა. 
აქცია „შეაგროვე ჩურჩხელა უკრაინელი ხალისათვის“ ადგილობრივი მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ ინიციატივით დაიწყო, რომელსაც მოგვიანებით  კახეთის სამოქალაქო ორგანიზაციები  და მოქალაქეები შეუერთდნენ. პირველ ეტაპზე შეგროვილია 5000 მდე  ჩურჩხელა.
პროდუქტების მიწოდება ხდება  რამდენიმე ქვეყნის საელჩოს მხარდაჭერით.
მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ შემოუერთდნენ აქციას, შეგიძლიათ ჩუჩხელასთან ერთად, ნებისმიერი სხვა სახის საკვები: კონსერვები, თაფლი, სახლში დამზადებული პროდუქტები და სხვა, რისი მიწოდების საშუალებაც გაქვთ, მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართებზე:
ქალაქი თელავი, კახეთის რეგიონული ჰაბის ოფისში https://www.facebook.com/kakhetiskhma ილია ჭავჭავაძის ქუჩა N160
ქალაქი წნორი: ცოდნის კაფე დავით აღმაშენებელის ქ. III შესახვევი, N 3
ქალაქი ლაგოდეხი: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (საგა)
მისამართი: ქალაქი ლაგოდეხი, კოსტავას ქუჩა 14
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ჩარიცხოთ თანხა, შეგიძლით გადმორიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე.
გთხოვთ, გზავნილის დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ „შეაგროვე ჩურჩხელა უკრაინელი ხალხისთვის“
ანგარიშის ნომერი : GE28TB7928545061100029 – თიბისი ბანკი. მიმღები მარიამ ოქროცვარიძე.
დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებთ აქციაში ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად!
ნახეთ ვიდეო: