მედია ცენტრი კახეთი MCK (Media Center Kakheti) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა“ ფარგლებში ქალთა პროფესიული გაძლიერების მიზნით პროვაიდერების შესარჩევად აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კახეთის რეგიონში მოქმედი ბიზნეს კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის.
პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.
პროექტი ითვალისწინებს: გენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.
კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება: პროფესიული განათლების ცენტრები, ბიზნეს კომპანიები, ფიზიკური და ან/ინდივიდუალური პირები.
გადამზადების მსურველმა პროვაიდერმა უნდა წარმოადგინოს ინტერესთა გამოხატვის წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოს:
განაცხადების მიღებისა ვადები: ინტერესის გამოხატვის განაცხადების წარმოდგენის ვადაა 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე mediacenterkakheti@gmail.com თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „VET 2023“. ხოლო ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
ქ. თელავი: მისამართი: ილია ჭავჭავაძის 160 მედია ცენტრი კახეთის ოფისი, მე-2-ე სართული. ნატალია ცისკარაშვილი – 599695615; 579374143;