mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

შერჩევა – ინტერესთა გამოხატვის შესახებ

შერჩევა – ინტერესთა გამოხატვის შესახებ

მედია ცენტრი კახეთი MCK (Media Center Kakheti)  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერაფარგლებში ქალთა პროფესიული გაძლიერების მიზნით პროვაიდერების შესარჩევად აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კახეთის რეგიონში მოქმედი ბიზნეს კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის.  

პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.

პროექტი ითვალისწინებსგენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.

კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც  მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება: პროფესიული განათლების ცენტრები, ბიზნეს კომპანიები, ფიზიკური და ან/ინდივიდუალური პირები.

გადამზადების მსურველმა პროვაიდერმა უნდა წარმოადგინოს ინტერესთა გამოხატვის წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოს:

  1. პროფესიული გადამზადების სპეციალობა, რაშიც გსურთ მოამზადოთ ბენეფიციარი;
  2. კურსის ღირებულება ერთი მსმენელის/ სტუდენტის შემთხვევაში
  3. კურსის ხანგრძლივობა (არაუმეტეს 2 თვისა)

განაცხადების მიღებისა ვადები: ინტერესის გამოხატვის განაცხადების წარმოდგენის ვადაა 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე mediacenterkakheti@gmail.com თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „VET 2023“. ხოლო ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

 

ქ. თელავი: მისამართი: ილია ჭავჭავაძის 160 მედია ცენტრი კახეთის ოფისი, მე-2-ე სართული. ნატალია ცისკარაშვილი – 599695615; 579374143;