mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ძველი და ახალი შუამთა ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს

ძველი და ახალი შუამთა ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს
ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 
ახალი ტურისტული ობიქეტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნეს.

პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან აშენდა ვიზიტორთა-საინფორმაციო ცენტრი, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშოები, საფეხმავლო ბილიკები და ობიექტებამდე მისასვლელი გზა. ძველ და ახალ შუამთაში მოეწყო 200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი. პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიწყო, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში განახორციელა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე 1 871 000 ლარი დაიხარჯა.
„რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, არაერთ პროექტს ახორციელებს. პროგრამის მიზაინია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებისა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ამასთან პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალ და ძველ შუამთაში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს . სამუშაოებზე 40 მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული“, – განაცხადეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.