mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ხელმიუწვდომელი ქართული ხილ-ბოსტნეული

ხელმიუწვდომელი ქართული ხილ-ბოსტნეული
მიუხედვად იმისა, რომ  საქართველოში და მათ შორის კახეთში  უამრავი სახეობის  ხილ – ბოსტნეული  მოჰყავთ,  ზაფხულის სეზონის გარდა  აგარარულ ბაზრებში ქართული წარმოების ხილ-ბოსტნეულს თითქმის ვერ ნახავთ. არადა ყველა ჩვენგანი ცდილობს, რომ ადგილობრივად, ბუნებრივ კლიმატურ პირობებში მოყვანილი ხილ-ბოსტნეულით იკვებოს. 

წლების წინ კახეთში, რამდენიმე რაიონში სამაცივრე მეურნეობები შეიქმნა, სადაც  ზაფხულში მოყვანილი მალფუჭებადი პროდუქცია უნდა შენახულიყო და მისი რეალიზაცია მომხდარიყო ზამთარში, მაშინ როცა ხილ-ბოსტენული ბუნებრივ კლიმატურ პირობებში ვერ მოდის.  მიუხედვად ამისა, ბაზარზე ზაფხულის გარდა ადგილობრივი წარმოება თითქმის მაინც არ არის.   გამოდის, რომ სამაცივრე მეურნებებით, რიგირთი ფერმერები ვერ სარგებლობენ. ამის მზეზი კი მაცივრების მომსახურების საფასურია.
ახლა ზაფხულია და თითქმის ყველა ქალაქში  ძირითადად საქართველოში მოყვანილი ბოსტნეული და ხილი იყიდება, თუმცა ეს მხოლოდ ზაფხულშია.  წელიწადის სხვა პერიოდში თითქმის შეუძებელია ხილ-ბოსტნეული იყიდო, რომელიც არ ჩაგაგდებს საფიქრალში –  რომ მიირთვა რამდენად სასარგებლო იქნება ორგანიზმისთვის?!.  საკითხზე ფიქრი კიდევ უფრო  მძაფრდება მაშინ, როცა საქმე ბაშვის კვებას ეხება, რომელსაც გინდა, რომ ქიმიური მინერალებისგან და დანამატებისგან  თავისუფალი  პროდუქტი მიაწოდო.  არადა ბავშის კვების დროს ხილ-ბოსტნეულის გზით  მიღებული სხვადასხვა ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. გადაწმყვეტია ბავშის ჯანმრთელობისთვის.
ხშირად მომისმენია სხვადახვა  კომპანიის განცხადება და რეკლამა,  რომ  კონკრეტულ  ადგილებზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავთ, თუმცა სად იყიდება ეს პროდუქტი, არავინ იცის. ასეა, მაგალითად, ლაგოდეხშიც. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ფერმერმა ნოდარ დარეჯანიშვილმა მარწყვის სათბური ააშენა.
ფერმერი თებერვლის ბოლოს პირველ მოსავალს  200-300 კგ-მდე მარწყვს ელოდებოდა, თუმცა როდესაც მას ვკითხე სად გაიყიდებოდა მის მიერ მოყვანილი მარწვი, ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.   შესაბამისად, ჩვენ,  მომხმარებლებმა არ ვიცით, სად ვიყიდოთ  ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.  კიდევ ერთი დეტალი – მომხმარებელს არანაირი ბერკეტი არ აქვს გაიგოს კონკრეტული ბოსტნეულის თუ ხილის მოყვანის მეთოდი და შემადგენლობა.  ჩვენ უბრალოდ მოსავლის  რეალიზატორს ან მომყვანს უნდა ვენდოთ, რომელიც ხშირად ტყუის.
ლაგოდეხის მაგალითი არ არის ერთადერთი. ერთ-ერთ სიუჟეტზე მუშაობის დროს ფერმერმა სამეგრელოდან თითქმის იგივე  მითხრა. მასაც არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იყიდებოდა  მის მიერვე მოყვანილი სალათის ფურცლები, რომელსაც თავის მხრივ სადისტრიბუციო კომპანიებზე ყიდის.  შემდეგ სად ყიდიან  ეს კომპანიები ადგილობრივ  პროდუქტს, არც მომყვანმა იცის.
ჩემი აზრით, სამაცივრე მეურნებები არა კერძო შპს-ების მფლობელობაში, არამედ კოოპერატივების ან გაერთიენებების მმართველობაში უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, რიგითი ფერმერი, რომელიც მცირე მიწას ამუშავებს და ბევრი მოსავალიც ვერ მოჰყავს,  ვერ გადაიხდის სამაცივე მეურნეობის მომსახურების საფასურს.   სამაცივრე მეურნებების მსგავსად  სრული დატვირთვით ვერ მუშაობს სიმინდის საშრობი, რომელიც ლაგოდეხში წლების წინ აშენდა.  სამაცივრე მეურნებების არსებობა და ხელმისაწვდომობა გლეხებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია, რადგან ზაფხულში, მაშინ როცა ხილ-ბოსტნეული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლსეობას მოჰყავს,  მისი გასაყიდი ფასი მიზერულია.  მაგალითად, კახეთის სოფლებში ივლისი-აგვისტოს თვეში ერთი კგ კიტრის ფაცი 20-25 თეთრია, ამდენივე ღირს ბადრიჯანი და წიწაკა. იაფად იყიდება ხილიც.  თუკი გლეხს თავისივე მოყვანილი პროდუქტის შენახვის და გვიან შემოდგომაზე  რეალიზაციის საშუალება მიეცემა, მისი შემოსავლებიც ერთი ორად გაიზდება.
უხვმოსავლიანობა და დაბალი ფასები კახეთში
წელს კახეთში უხვმოსავლიანობაა. გლეხები ამბობენ, რომ დიდი რაოდენობითმიიღეს ხორბალი, ქერი, ატამი, ბოსტნეული და საზამთრო, თუმცა დაბალიამოყვანილი პროდუქციის პირველადი გასაყიდი ფასი. კახეთში ფიქრობენ, რომმათთვის საერთაშორისო ბაზრები ხელმისაწვდომი არ არის.
წელს კახეთში, ივლისის ჩათვლით, წვიმიანი ამინდები იყო, რამაც რეგიონში უხვმოსავლიანობა გამოიწვია, მოსავლის სიუხვემ კი ბაზარზე ხორბლისა და ქერის ფასი 60-დან 30-35 თეთრამდე დასწია. ფერმერები შიშობენ, რომ გაწეულ ხარჯებსა და აღებულ კრედიტებს ვერ დაფარავენ.
ხორბლისა და ქერის მსგავსად, წელს ბოსტნეულის მოსავალიც კარგია, თუმცა ლაგოდეხში არსებულ დაბალ ფასს აპროტესტებენ. სოფელ თამარიანის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციაც გამართა და მთავრობას დახმარებისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, არ არსებობს სარეალიზაციო პუნქტები და ისინი მხოლოდ გადამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასის იმედად არიან. მაგალითად, ე. წ. ბულგარულ წიწაკასა და ბადრიჯანში მათ მხოლოდ 30 თეთრს უხდიან, რაც თვითღირებულებაზე ბევრად მცირეა.
მიმდინარე წელს კახეთში საზამთროსა და ნესვის მოსავალიც კარგია, თუმცა რეალიზაცია ამ შემთხვევაშიც ჭირს.
წელს პრობლემური იყო ატმის რეალიზაციაც. არადა, გურჯაანში ამ ხილის უპეცედენტოდ დიდი მოსავალი მიიღეს. წინ „რთველი 2016“-ია. ყურძნის კრეფა კახეთში რამდენეიმე კვირაში დაიწყება. მინისტრები და სხვა საჯარო მოხელეები ყოველთვის ერთხმად აღნიშნავნ, რომ ფასებს თავისუფალი ბაზარი არეგულირებს და ისინი ამ საკითხს ვერ მოაგვარებენ, თუმცა დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწოფომ მოსავლის ექსპორტის გამარტივებაზე უნდა იმუშაოს, რაც ფასზე ავტომატურად აისახება.